მარსული სიცოცხლის კვალი გაშავებულ ქვებზე

 მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ჩაშავებები, რომლებიც ქვების ზედაპირებზე გვხვდება, მიკრობების ცხოველმოქმედების კვალი შეიძლება იყოს, რომელთა ამოცნობა მათში მაგნიუმის მაღალი კონცენტრაციითაა შესაძლებელი(Geomorphology; Phys.Org.).

 ჩაშავებები მყარ ქანებზე დედამიწის სხვადასხვა კლიმატურ ზონებში საკმაოდ ხშირად გვხვდება, თუმცა მათი ბუნება ბოლომდე გაურკვეველია.

 ახალი კვლევის ავტორებმა ნიუიორკის ერთ-ერთი მდინარის ქვების ანალიზი ჩაატარეს, რისთვისაც მათ ძალიან რთული მოწყობილობა გამოიყენეს – მასკანირებელი მიკროსკოპი ორი იონური სხივით(DB-FIB). ჩვეულებრივი ელექტრონული მიკროსკოპისგან განსხვავებით, ეს მოწყობილობა ნიმუშის ზედაპირს იონების ნაკადით ასკანირებს და არა ელექტრონებით, რაც მასალის სიღრმეში შეღწევის საშუალებას იძლევა.

 ჩაშავებათა სტრუქტურებში მეცნიერებმა სხვა და სხვა ფორმის რთული ფორმების წარმონაქმნები აღმოაჩინეს, რომლებიც, მათი თქმით, წყალმცენარეების, სოკოებისა და მიკრობების ნარჩენებია. ასეთი სტრუქტურების არაბიოლოგიური წარმომავლობა, თუმცა ბოლომდე გამორიცხული არაა, ნაკლებად შესაძლებელია.

 ეს ნამუშევარი მარსის კვლევაშიც გამოსადეგია. სიშავეები ქვებზე, ჩვეულებრივ, მაგნიუმის დიდ რაოდენობას შეიცავენ, რომელიც ბევრი ფერმენტის მოქმედებისათვის საჭირო მნიშვნელოვანი მიკროელემენტია. თუ ყველა ამ ნარჩენებს ბიოლოგიური წარმომავლობა აქვთ(რომლის სასარგებლოდაც ეს ნამუშევარი მეტყველებს), მაშინ მათი კვალი მარსული ქვების ზედაპირებზეც შეიძლება იყოს შემორჩენილი.

 ორგანული მოლეკულებისაგან განსხვავებით ასეთ კვალს მძლავრი რადიაცია ვერ ანადგურებს(ლიქენები). მოდელირების მიხედვით 10 სანტიმეტრის სიღრმეზე ორგანიკის აღმოჩენა ნაკლებად შესაძლებელია, მარსზე ახალხანს დამჯდარი MSL Curiosity-ს კი მხოლოდ 5 სანტიმეტრზე შეუძლია გაბურღვა.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *