ბნელი მატერია მზის გარშემო

 ციურიხის უნივერსიტეტის ასტრონომებმა უხილავი ბნელი მატერიის დიდი რაოდენობა ჩვენი მნათობის გარშემო აღმოაჩინეს. ეს აღმოჩენა ამტკიცებს თეორიას იმის შესახებ, რომ გალაქტიკა ირმის ნახტომი შემოფარგლულია უზარმაზარი ჰალოთი, რომელიც ბნელი მატერიისგან შედგება.

 ამასთან ერთად, კვლევის მსვლელობისას, მეცნიერებმა მზის გარშემო მყოფი ბნელი მატერიის ახალი კომპონენტებიც აღმოაჩინეს. ექსპერიმენტი იმითაა საინტერესო, რომ ის არ ჩატარებულა კომპიუტერული სიმულაციის გზით, რომელიც თანამედროვე მეცნიერებაში ძალიან პოპულარული გახდა.

 პირველად ბნელი მატრიის შესახებ 1930 წელს შვეიცარიული წარმოშობის ამერიკელი ასტრონომი ფრიც ცვიკი ალაპარაკდა. მან უხილავი შემადგენელი გალაქტიკურ კლასტერებში აღმოაჩინა. ცვიკი შეერთებულ შტატებში, კალიფორნიის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში მუშაობდა(1925 წლიდან), ძალიან დიდი წვლილი შეიტანა თეორიულ და პრაქტიკულ ასტრონომიაში. თეორია დამალული მასის შესახებ მან XX საუკუნის ოცდაათიან წლებში შეიმუშავა. თეორიის მიხედვით სამყაროს მასის ძიერითადი ნაწილი ”დამალულ მასაზე” მოდის – უხილავ ნივთიერებაზე, რომელიც თავის თავს მხოლოდ გრავიტაციულ ურთიერთქმედებაში ამჟღავნებს. ამ ნივთიერების მასა ყველა დანარჩენი დამზერადი ობიეტქბის მასაზე გაცილებით მეტია. ასევე, თეორიის თანახმად, გალაქტიკათა(მათ შორის ჩვენი გალაქტიკის) ხილულ საზღვრებს იქეთ, არამანათობელი ბნელი მატერიაა გადაჭიმული, ე.წ. ბნელი ჰალო. დამალულ მასას შავი ხვრელები და ბნელი ჯუჯებიც(1) ეკუთვნიან. დამალული მასის პრობლემაზე მუშაობა გასულ საუკუნეშიც მიმდინარეობდა და ახლაც მიდის.

 კვლევის ერთ-ერთი მონაწილე სილვია გარბარი ამბობს:”ჩვენ პრაქტიკულად 99%-ით ვართ დარწმუნებულნი, რომ მზის გარშემო ბევრი ბნელი მატერიაა. თუმცა, რატომღაც, ამ მატერიის სიმკვრივე ჩვეულებრივზე ოდნავ მცირეა. ჩვეულებრივ, ბნელი მატერიის სიმკვრივე უფრო მაღალია ხოლმე. ამასთან ერთად, ჩვენ ვვარაუდობთ, რომ მზის გარშემო გაცილებით მეტი ასეთი მატერიაა თავმოყრილი, ვიდრე ველოდით”(ბნელი მატერია, ბნელი მატერიის გალაქტიკა).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.