დაკონსერვებული დრო

 რაც არ უნდა წერონ ფანტასტებმა, თანამედროვე მეცნიერება მიიჩნევს, რომ წარსულში მოგზაურობა შეუძლებელია. რაც შეეხება მომავალში მოგზაურობას, მეცნიერები ამ ამბავში არც თუ ისე სოლიდარულები არიან.

 მეცნიერების ბრიტანელმა პოპულარიზატორმა ბრაიან კლეგმა ახლახანს წიგნი გამოაქვეყნა, ეფექტური სათაურით „როგორ ავაგოთ დროის მანქანა: დროში მოგზაურობის მეცნიერება“. წიგნში ადამიანის ტემპორალური მოგზაურობის ოცნებაზეა ლაპარაკი. კლეგი საერთაშორისო რეპუტაციის მქონე გამანათლებელია, ამიტომ ის საუბრობს პროექტებზე, რომელთაც მეცნიერეული საფუძველი შეიძლება ჰქონდეთ, თუნდაც არა ასი პროცენტით დამტკიცებული.

 თავის წიგნში კლეგი რამდენიმე ინჟინერულ-ფიზიკურ ტექნოლოგიას განიხილავს, რომლებიც მომავაში მოგზაურობას უზრუნველყოფენ. ლაპარაკია დროის დამუხრუჭებაზე ექსპერიმენტის მონაწილეთათვის, რითაც ისინი ბიოლოგიურად მიუწვდომელ მომავალში შეძლებენ მოხვედრას – ასე რომ ვთქვათ დროის დინებისაგან დაკონსერვდებიან.

  დროისაგან იზოლაცია

 ერთი ასეთი ვარიანტის შესახებ მწერალი-ფანტასტებიც წერენ. მოახდინეთ ვარსკვლავთშორის დისტანციებზე კოსმოსური გასეირნება, რომლისთვისაც მინიმუმ სინათლის სიჩქარის მახლობელ სიჩქარეზე ორჯერ აჩქარება იქნება საჭირო – თქვენ მშობლიურ პლანეტაზე ასეულობით ათასი წლის მერე დაბრუნდებით, თან უნიშვნელოდ დაბერებული. ასეთი ტემპორალური მოგზაურობები ფარდობითობის სპეციალური თეორიითაა გარანტირებული, რელატივისტურ სიჩქარეებამდე ასაჩქარებლად ზეენერგოტევადი საწვავი იქნება საჭირო(ალბათ ანტიმატერია(1)), თუმცა ეს მხოლოდ დეტალებია.

 სპეციალურთან ერთად ფარდობითობის საერთო თეორიის გამოყენებაც შეიძლება. მისი განტოლებების თანახმად, მიზიდულობა დროის სვლას ანელებს(ეს მოვლენა გლობალური პოზიციონირების სისტემებშიც არის გათვალისწინებული, როგორებიცაა GPS და ГЛОНАСС, თან რიცხობრივად ისინი აღემატებიან ანალოგიურ კორექციებს, რომლებიც ფარდობითობის სპეციალურ თეორიას თანამგზავრების ორბიტალურ მოძრაობასთან დაკავშირებით შემოაქვს). ამ დამუხრუჭების ხარისხი გრავიტაციული ველის დაძაბულობასთან ერთად იზრდება. აი კიდევ ერთი დროის მანქანა: სივრცის ნაწილი უკიდურესად ძლიერი მიზიდულობის ძალით.

 ბუნებრივი ზემძიმეწონოსნები

 გრავიტაციის გენერატორები პრონციპში შესაძლებელია, თუმცა მათზე ლაპარაკი ჯერ ნაადრევი. ბუნებამ ძლიერი გრავიტაციის ისეთი ბუნებრივი წარმონაქმნები შექმნა, როგორბიც ნეიტრონული ვარსკვლავები არიან. ასეთი ვარსკვლავის ცენტრში არსებული 1 კუბური სანტიმეტრი მოცულობის მატერია ასეულობით მილიონ ტონას იწონის, მაშინ როცა ვარსკვლავის დიამეტრი სულ რაღაც 20-30 კილომეტრია. შესაძლებელია კი ასეთი კოსმოსური მონსტრის ორბიტაზე გასვალა და იქედან მომავალში კატაპულტირება? მის ზედაპირზე დაჯდომა რეკომენდირებული არაა, რადგან იქ ტემპერატურა ასჯერ მეტია, ვიდრე მზის ატმოსფეროში.

 თუმცა არც ეს ვარიანტია მაინც და მაინც უსაფრთხო. ნერბისმიერი ობიექტი, რომელიც ნეიტრონული ვარსკვლავის გარშემო ბრუნავს, დეფორმირებული და გახლეჩილი იქნება მოქცევის ძალების მიერ. იგივე მოხდება, რა თქმა უნდა, თუ დროში მოგზაურებს არა ნეიტრონულ ვარსკვლავთან, არამედ შავ ხვრელთან გავაგზავნით.

 ”დროისგაუმტარი” გარსი

 კლეგი დარწმუნებულია, რომ გამოსავალი არსებობს. ჯერ კიდევ ისააკ ნიუტონი ამბობდა, რომ მიზიდულობის ძალა, რომელიც სფერულად იზოტროპული გარსის შიგნით მდებარე ნებისმიერ სხეულზე მოქმედებს, მკაცრად ნულის ტოლია. ეს დასკვნა ძალას ფარდობითობის საერთო თეორიაშიც ინარჩუნებს. ახლა კი წარმოვიდგინოთ ნეიტრონული ვარსკვლავი სიცარიელით ცენტრში. არანაირი მიზიდულობის ძალები იქ არ იქნება, დროის დინება კი გარემომცველ სამყაროსთან შედარებით დამუხრუჭებული აღმოჩნდება.

 მას შემდეგ რაც ვარსკვლავში თერმობირთვული საწვავი ამოიწურება, მას უეჭველი გრავიტაციული კოლაფსი ელოდება. თუ წარმოქმნილი ელექტრონული გაზი გრავიტაციას წინააღმდეგობას ვერ უწევს, მაშინ ელექტრონები პროტონებში იპრესებიან და ნეიტრონებს წარმოქმნიან. ასეთი პროცესის საბოლოო პროდუქტი ზემკვრივი(1015 გ/სმ2 ბირთვში) მატერიისაგან შემდგარი ნეიტრონული ვარსკვლავია, დიამეტრით 10-20 კილომეტრი. ნეიტრონული ვარსკვლავის სტრუქტურა საკმაოდ რთულია – მისი ატმოსფერო ჩვეულებრივი ბირთვებისაგან შედგება, მის ქვემოთ ბირთვები ნეიტრონულ სუპერფლუიდში არიან შეწონილნი, უფრო ქვემოთ კი ნეიტრონები ერთიანდებიან, ძაფისმაგვარი სტრუქტურების ან ფურცლების წარმოქმნით. გარე ბირთვი მთლიანად ნეიტრონული ნივთიერებისგან შედგება, ხოლო შიგა ბირთვში მატერიის კიდევ უფრო ეკზოტიური ტიპიც შეიძლება იყოს – პიონური კონდენსატის, ლამბდა-ჰიპერიონების ან კვარკ-გლიუონური პლაზმის სახით(უცნაური ვარსკვლავები).

 ამგვარად, მომავლის სუპერცივილიზაციისთვის დროის მანქანის პროექტის შექმნა უკვე ახლა შეიძლება. ნეიტრონული ვარსკვლავი მრავალ ნაწილად უნდა დაიყოს და მისგან დროში მოგზაურთა კოსმოსური ხომალდის გარშემო სფერული გარსი შეიქმნას. მიზიდულობის ძალისგან მათ დასაცავად, გარსის აგება იზოტროპულობის დარღვევის გარეშე უნდა მოხდეს, ყოველ ჯერზე საპირისპირო მხარეებზე ერთნაირი მასების ბლოკების დამატებით, რომლებიც ზუსტად ერთნაირ მანძილზე არიან დაშორებულნი. დაშლა იგივენაირად უნდა მოხდეს, წინააღდმეგ შემთხევაში ქრონონავტები მომავალში დაიღუპებიან.

 ზეცივილიზაციის ამოცანა

 რამდენად ეფექტურია დროის ასეთი მანქანა? თუ სამშენებლო მასალად სუფთა ნეიტრონულ მატერიას გამოვიყენებთ, დროის ხუთჯერად შენელებას მოვხერხებთ – ყოველ შემთხვევაში, ბრაიან კლეგი ამას ვარაუდობს. საკმაოდ მოკრძალებული შედეგია, ექნება კი ამის გაკეთებას აზრი. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ზეცივილიზაციას ენება ტექნოლოგია, რომლის გამოყენებითაც ნეიტრონული მატერიის კიდევ უფრო მეტად შეკუმშვა მოხერხდება. თუმცა ამის გაკეთება დიდი სიფრთხილით უნდა მოხდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში მთელი კონსტრუქცია და ქრონონავტებიანი ხომალდიც შავ ხვრელში კოლაფსირდება. როგორც ჩანს, ასეთი ექსპერიმენტის დანახარჯები მის პრაქტიკულ გამოყენებას განუზომლად გადააჭარბებს – ყოველ შემთხვევაში, ჩვენი თვალსაწიერიდან ასე ჩანს. თუმცა, ზეცივილიზაციას სრულიად განსხვავებული კრიტერიუმები შეიძლება ჰქონდეს.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.