რეკორდულად ძველი ზეახალი ვარსკვლავი

 აღმოჩენა ჰავაის კუნძულებზე მაუნა-კეას მთაზე, არსებული ტელესკოპის საშუალებით მოხერხდა. გამოსახულება სექსტანტის თანავარსკვლავედის მიმართულებით გადაღებული ათასობით ფოტოს ერთმანეთზე დადებით გაკეთდა. აქ მეცნიერებმა რეკორდული ასაკის უჩვეულოდ ელვარე ვარსკვლავი აღმოაჩინეს, რომელიც არასტაბილური ზეახლების იშვიათ კლასს ეკუთვნის. ეს მასიური ვარსკვლავები კოლაფსს ელექტრონ-პოზიტრონული(ანტიმატერია) წყვილების გაჩენის გამო განიცდიან.

 მეცნიერებმა ზეახლის მშობლიური გალაქტიკის სპექტრი შეისწავლეს, მისი წითელი წანაცვლება 12,1 მილირდ სინათლის წელს შეესაბამება. ამგვარად, ზეახლის ანთება დიდი აფეთქებიდან 1,6 მილიარდი წლის მერე მოხდა. ასაკი აქამდე ცნობილი ყველაზე ძველი ზეახლის ასაკს მილიარდი წლით აღემატება.

 მიუხედავად ამისა, აღმოჩენილი ზეახალი ვარსკვლავების პირველ თაობას არ ეკუთვნის, მნათობებისა, რომლებიც პირველადი გაზისგან წარმოიქმნენ. ეს გაზი მხოლოდ წყალბადის, ჰელიუმისა და ლითიუმისაგან შედგებოდა, რომლებიც დიდი აფეთქების შედეგად გაჩნდნენ. უფრო მძიმე ელემნტები(ნახშირბადი, ჟანგბადი), უკვე თვითონ ვარსკვლავებში წარმოიქმნენ. მოგვიანებით ეს ელემენტები თვითონ იქცნენ შემდეგი თაობის ვარსკვლავების ფორმირებისათვის საჭირო მასალად, რომელთა რიგშიც ახლად აღმოჩენილი ვარსკვლავი შედის.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.