“ცნობისმოყვარემ“ გრუნტის ანალიზი დაასრულა

 გრუნტის სინჯები მარსმავლის შიგნით დამონტაჟებული რენტგენოსტრუქტურული სპექტრომეტრის CheMin-ის საშუალებით ჩატარდა. სპექტრომეტრამდე ნიმუშების მიტანა მექანიკურ მანიპულტორზე დაყენებული სპეციალური ამღებით ხდება.  ანალიზამდე გრუნტი გულმოდგინედ იცრება, რათა კამერაში 0,15 მილიმეტრზე დიდი ნაწილაკები არ მოხვდნენ.

  მოწყობილობაში გრუნტი რენტგენის სხივებით დასხივდა. სხივების დიფრაქციის მიხედვით სინჯის არა მარტო შემადგენლობა, არამედ მისი კრისტალური სტრუქტურის დადგენაცაა შესაძლებელი. რენტგენოსტრუქტურული ანალიზი მეცნიერებს უფრო მეტ ინფორმაციას აძლევს გეოლოგიურ პროცესებზე, ვიდრე შემადგენელის უბრალო ანალიზი, რასაც მაგალითად, მოწყობილობა СhemCam-ი აკეთებს. ეს იმასთანაა დაკავშირებული, რომ ერთმანეთის მსაგვსი ელემენტებისგან შემდგარ კრისტალებს შეიძლება განსხვავებული სტრუქტურა ჰქონდეთ, რაც იმ პირობებზეა დამოკიდებული, რომელბშიც ისინი ჩამოყალიბდნენ. მაგალითად, ნახშირბადი განსხვავებულ პირობებში გრაფიტს ან ალმასს წარმოქმნის.

 მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მარსული გრუნტის მოცულობის ნახევარი ამორფულ ნივთიერებებზე მოდის, როგორიცაა ვულკანური ქვიშა, ხოლო მეორე ნახევარი მაგმის კრისტალიზაციის დროს ფორმირებულ მინერალებზე: მინდვრის შპატი, პიროქსენი და ოლივინი. მეცნიერთა თქმით, ასეთი სტრუქტურა ძალიან ჰგავს ვულკანურ ქანებს, რომლებიც ჰავაის კუნძულებზე გვხვდება.

 ადრე “ცნობისმოყვარემ“ ვულკანური ქანების მსგავსება ქვა „ჯეიკ მატიევიჩთანაც“ აღმოაჩინა, რომლის ანალიზი ლაზერული ქვემეხის, კამერა СhemCam-ისა და სპექტრომეტრ APXS-ით ჩატარდა. მანამდე მარსმავალმა სითხის დენებისგან მომრგვალებული ქვებიც აღმოაჩინა, რაც მეცნიერთა აზრით იმ წყლის არსებობაზე მეტყველებს, რომელიც ერთ დროს მარსე მიედინებოდა.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.