კიდევ ერთი საშიში ასტეროიდი – დედამიწიდან მინიმალურ მანძილზე

 2012 წელს ლა-საგრას(ესპანეთ) ობსერვატორიის ასტრონომებმა 44 მეტრიანი ასტეროიდი(2012 DA14) აღმოაჩინეს, რომელიც დედამიწის მიმართულებით მოფრინავს. სავარაუდოდ მისი მასა 120 000 ტონაა.

 ასტრონომები ამ ასტეროიდს აპოლონების ჯგუფს აკუთვნებენ. ეს დედამიწის მახლობელი ასტეროიდებია, რომელთა ორბიტები დედამიწისას გარე მხრიდან კვეთენ.

 მეცნიერებმა დაადგინეს, რომ 2013 წლის 15-16 თებერვლის ღამეს 2012 DA14 დედამიწას მინიმალურ მანძილზე ჩაუვლის, რაც დაახლოებით 27 000-დან 22 500-მდე კილომეტრს შეადგენს. ამ დროისათვის ასტეროიდის ელვარება 6,5 ვარსკვლავური სისდიდის ტოლი იქნება, ანუ მისი დანახვა ბინოკლით, კარგად ჩაბნელებულ და მოწმენდილ ცაზე კი მის გარეშეც იქნება შესაძლებელი.

 ასტეროიდი 2012 DA14 2012 წლის 23 თებერვალს აღმოაჩინეს. მასზე მუდმივად მიმდინარეობს დაკვირვებები, რადგან ის პოტენციურად საშიშ ობიექტებს ეკუთვნის.

 ასტრონომიის ისტორიაში პირველად 2012 DA14  დედამიწასთან ყველაზე უფრო ახლო დისტანციაზე მოსული ასტეროიდი გახდება. მკვლევარები დედამიწელებს აწყნარებენ და ამტკიცებენ, რომ მას დედამიწასთან შეჯახების არანაირი შანსი არა აქვს, ასე რომ წყნარად შეგვიძლია ვიძინოთ. თუ საკუთარი თვალით გსურთ მისი დანახვა, ზემოთ ხსენებულ დროს არ უნდა დაიძინოთ და კარგი ბინოკლიც უნდა იქონიოთ თან(საშიში ასტეროიდები).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.