ბეტელგეიზეს გამოცანა

 ახლახანს ასტროფიზიკოსებმა, წითელ ზეგიგანტ ბეტელგეიზეზე დაკვირვების დროს, მის გარშემო რამდენიმე მტვროვანი რკალი აღმოაჩინეს. როგორც ჩანს, ეს ვარსკვლავის ევოლუციის სხვადასხვა ეტაპებზე გამოფრქვეული მატერიაა. გარდა ამისა, აღმოჩენილი იქნა წაგრძელებული სტრუქტურაც, რომლის ბუნება ჯერჯერობით გაურკვეველი რჩება.

რამდენი გალქტიკაა ჩვენს სამყაროში?

 ევროპის კოსმოსური სააგენტოს მეცნიერებმა ორბიტალური ტელესკოპი ”ჰერშელი”-ს საშუალებით დაადგინეს, რომ შორეული გალაქტიკები ჩვენი სამყაროს ყველაზე მკრთალი ობიექტები არიან.

სამყაროს ყველაზე ელვარე გალაქტიკები გარკვეულ მომენტამდე უხილავი იყო

  ყველაზე ელვარე ბევრი გალქტიკა, აქტიური ვარსკვლავთწარმომქნელი პროცესებით, ადრე დედამიწელი დამკვირვებლისთვის შეუმჩნეველი იყო, ისინი გაზისა და მტვრის სქელ ღრუბლებში იმალებიან(Astrophysical Journal).

უცხო კომეტები, როგორც ჩვენები

  ერთი შორეული ვარსკვლავის კომეტები ძალიან ჰგვანან ჩვენებს. ეს ფაქტი კომეტების, ვარსკვლავების და პლანეტების ფორმირების შესახებ არსებული თეორიების მართებულობას ადასტურებს(ESA).

ზემასიური შავი ხვრელი ახალი ვარსკვლავების გაჩენას აფერხებს

 ყველა დიდი გალაქტიკის საფუძველში ზემასიური შავი ხვრელი დევს, თუმცა თანაფარდობის დადგენას მის მასასა და სიჩქარეს შორის, რომლითაც გალაქტიკაში ახალი ვარსკვლავები ფორმირდებიან, ასტრონომები უკვე ათ წელზე მეტია ვერ ახერხებდნენ(Nature).