ზემასიური შავი ხვრელი ახალი ვარსკვლავების გაჩენას აფერხებს

 რამდენიმე თვის წინ ნასას რენტგენულმა ობსერვატორია „ჩანდრამ“ ზემასიური შავი ხვრელის მახლობლად 32 მლნ.კმ/სთ. სიჩქარით მოძრავი „ქარი“ აღმოაჩინა. ასტრონომები, რომლებიც ევროპის კოსმოსური სააგენტოს ტელესკოპის „ჰერშელის“ საშუალებით გალაქტიკებს იკვლევენ, ვარაუდობენ, რომ ასეთი ძლიერი ქარი, რომლის სიჩქარეც ხვრელის ზომაზეა დამოკიდებული, გაზურ-მტვროვან ღრუბელს ახალი ვარსკვლავების ფორმირების საშუალებას არ აძლევენ, ამით კი შეიძლება დადგინდეს კავშირი ხვრელის ზომასა და ახალი ვარსკვლავების წარმოქმნის სიჩქარეს შორის.

კოსმოსურ ობსერვატორია „ჰერშელს“ამ კითხვაზე ასუხის გაცემა შეუძლია, გალაქტიკებზე დაკვირვებით, რომლებიც ისე შორს არიან, რომ ახალი ვარსკვლავების ფორმირების პროცესში მყოფი წარმოგვიდგებიან. „ჰერშელი“ ვიზუალიზაციასა და ანალიზს ახდენს 60-700 მიკრომეტრი ტალღის სიგრძეზე, შედარებით გამოუკვლეველ სპექტრულ ნაწილში, რომელიც ძირითადათ დედამიწის ატმოსფეროთია ბლოკირებული.

 შავი ხვრელის კიდეებთან მყოფი ნივთიერება ძალიან ცხელდება და ისე ანათებს, გამოსხივების ფართო დიაპაზონში, რადიოტალღებიდან რენტგენის სხივებამდე, რომ მთელი გალაქტიკის სინათლეს ფარავს, „ჰერშელისთვის“ ხილული უფრო გრძელი ტალღების გამოკლებით.

 მონაცემთა ანალიზით, რომლებიც „ჰერშელმა“ მიიღო, ასტრონომებს შეუძიათ შეაფასონ, რა სიჩქარით ფორმირდებიან ვარსკვლავები გალაქტიკაში, შემდეგ კი შეადარონ ეს „ჩანდრათი“ მიღებულ მონაცემებს, რომლებიც ხვრელის ზრდაზე მიუთითებენ.

 მეცნიერების თქმით, ჯერჯერობით გაანალიზებული მცირე მონაცემებით მკაფიო სურათი უკვე იხატება. გალაქტიკები დიდი ხვრელებით უფრო სწრაფად წარმოქმნიან ახალ ვარსკვლავებს, ოღონდ სწრაფად მზარდი ხვრელი იმაზე მეტყველებს, რომ გალაქტიკაში ცოტა ვარსკვლავია.

 ანუ ხვრელიდან ამოსული გამოსხივება აღწევს რა გარკვეულ ზღვარს, ხელს უშლის გალაქტიკაში ახალი ვარსკვლავების ჩამოყალიბებას, როგორც ჩანს იმ მომაკვდინებელი ქარებით, რომლებიც ხვრელის კიდეებთან ფორმირდებიან(არდაბადებული ვარსკვლვები).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *