ახალგაზრდა ვარსკვლავები ორიონის ნისლეულში

 მეცნიერები, ორიონის ნისლეულის ევოლუციის ადრეულ ეტაპზე მყოფ ვარსკვლავებს სწავლობენ (1 ფოტო ინფრაწითელი დიაპაზონი).

 ნასას მეცნიერებმა ახალგაზრდა ვარსკვლავები შეამჩნიეს, რომლებიც ორიონის ნისლეულის ღრუბელს მიღმა იმალებიან. ნისლეულამდე მანძილი 1600 სინათლის წელია, ხოლო ზომა 33 სინათლის წელი.

ორბიტული ტელესკოპი ”სპიცერი” (NASA).

 ორიონის ემისიურ ნისლეულს სხვა სახელებიც აქვს: M42 (მესეს კატალოგით) ან NGC 1976. ეს მომწვანო ფერის, ემისიურ ნისლეულებს შორის ყველაზე ელვარე გაზ-მტვროვანი ღრუბელი, ორიონის სარტყელს ქვემოთ მდებარეობს. ცაზე ის სავსე მთვარის ზომას ოთხჯერ აჭარბებს. ორიონი შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანს, ციურ ეკვატორზე მდებარეობის გამო მისი დანახვა დედამიწის თითქმის ნებისმიერი წერტილიდანაა შესაძლებელი. ნისლეულის პირველი დეტალური აღწერა 1656 წელს ქრისტიან ჰიუიგენსმა მოახდინა.

 სულ, ახალგაზრდა ვარსკვლავების აღმოჩენაში, ანუ ვარსკვლავებისა, 

რომლებიც ევოლუციის ადრეულ ეტაპზე იმყოფებიან, ასტრონომებს ინფრაწითელ დიაპაზონში მომუშავე ორბიტული ტელესკოპი ”სპიცერი” დაეხმარათ.

 ორიონის დიდი ნისლეული, ანდრომედას ნისლეული, პლეადებსა და მაგელანის ღრუბლებთან ერთად ყველაზე უფრო ცნობილი ნისლეულების სიაში შედის.

ქრისტიან ჰიუიგენსი (1629-1695).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.