ორიონის ვარსკვლავების ფერები

ორიონის ვარსკვლავების ფერები

 ვარსკვლავის ფერს მისი ტემპერატურა განსაზღვრავს. წითელი ვარსკვლავები ცივები არიან, მათი ზედაპირის ტემპერატურა დაახლოებით 3000 კელვინია, ცისფერები გაცილებით ცხელები არიან, ზედაპირის ტემპერატურა 30 000 კელვინს აჭარბებს. ჩვენი ყვითელი ვარსკვლავის, მზის ზედაპირი 6000 კელვინამდეა გაცხელებული. ფერთა განსხვავება, თვალსაჩინოებისთვის, უკეთესად შეიმჩნევა წარმოდგენილ ფოტოზე, რომელზეც ვარსკვლავები გადაღებულია ობიექტივის ფოკუსის საფეხურობრივი ცვლილებით.

მეროპა, როზეტა, ორიონი

 ამრეკლი ნისლეულები ახლოს მდებარე ვარსკვლავების შუქით ანათებენ, რომელიც ნახშირბადის შემცველი უწვრილესი მტვრის ნაწილაკებიდან აირეკლება.

აღმოჩენილია მზესთან უახლოესი ახალი ვარსკვლავი

  ავსტრალიის ნაციონალური უნივერსიტეტის ასტრონომთა ჯგუფმა აღმოაჩინა ერთ-ერთი მზესთან ახლოს მდებარე ახალი ვარსკვლავი. ობიექტი საელად AP Columbae, მიეკუთვნება ე.წ. მთავარ მიმდევრობამდელი(ვარსკვლავი, რომელიც ევოლუციას არ ამთავრებს კატასტროფული აფეთქებით) ვარსკვლავების კატეგორიას. ის ევოლუციის ადრეულ სტადიაზე იმყოფება.