ALMA მასიური ვარსკვლავის დაბადებას იკვლევს

 ვარსკვლავები კოსმოსური მტვრისგან და გაზისგან შემდგარ სქელ ღრუბლებში ფორმირდებიან. ჩვეულებრივი ვარსკვლავების დაბადება მეცნიერებს არა ერთხელ დაუმზერიათ და ეს პროცესი საკმაოდ კარგად არის შესწავლილი. ახალგაზრდა ზემასიური ვარსკვლევბის ფორმირება კი ისევ გამოცანად რჩება. მეცნიერებმა იციან, რომ ღრუბელი, რომელშიც მნათობი იბადება, ნელა ბრუნავს. ვარსკვლავის ჩანასახის მხირდან მოქმედი გრავიტაციული ძალა ღრუბლის ბრუნვას აჩქარებს, კუმშავს და ასქელებს მას. ასეთ პირობებში „დაბადებული“ ვარსკვლავები, წესით, ძალიან სწრაფად უნდა ბრუნავდეს, თუმცა ყველა ზემასიური ვარსკვლავი, რომელიც მეციერბისთვის არის ცნობილი, ძალიან დაბალი სიჩქარით ბრუნავს(ვარსკვლავი-მონსტრი იბადება).

 სად მიდის ბრუნვის უზარმაზარი ენერგია? ერთი ვერსიის მიხედვით, ის, ფორმირების პროცეში მყოფი ვარსკვლავიდან ამოფრქვეულ გაზის ნაკადებს მიაქვს. მეცნიერები სწორედ ამ ნაკადების აღმოჩენას ცდილობენ, რათა ზემოთ ხსენებული ვერსიის დამტკიცება მოხერხდეს. ასეთი ამონაფრქვევების დამზერა ადრეც მომხდარა, თუმცა ფოტოების დაბალი გარჩევადობის გამო, რომელიმე ზემასიურ ვარსკვლავზე მათი მიკუთვნება ამის შესაძლებლობას არ იძლეოდა.

ALMA-ს რადიოტელესკოპები და მიღებული მონაცემების დამამუშავებელი სუპერკომპიუტერი.

 ახალდაბადებული ვარსკვლავიდან ამოფრქვეული მბრუნავი ნაკადების აღმოჩენა იაპონიის ნაციონალური ასტრონომიული ობსერვატორიის(National Astronomical Observatory of Japan) თანამშრომლებმა შეძლეს, ახალგაზრდა მასიურ ვარსკვლავზე დაკვირვებისას – Orion KL. ორიონის ნისლეულის ფარგლებში მდებარე ვარსკვლავამდე მანძილი 1400 სინათლის წელია. ასეთი სიახლოვის გამო, მბრუნავი გაზის ნაკადების დანახვა ALMA-ს საშუალებით მოხერხდა.


ALMA-ათი მიღებულ ამ ორ ფოტოზე, მბრუნავი გაზის ნაკაები იქეთ ბრუნავს, საითაც ახალდაბადებული ვარსკვლავის გარემომცველი მტვროვანი დისკო. მბრუნავი ნაკადების „ძირი“ ვარსკვლავიდან შორს იწყება, გაზის დისკოს გარე კიდესთან. ეს ყველაფერი ე.წ. „მაგნიტური ცენტრიფუგის“ თეორიას ეთანხმება, რომლის მიხედვით, მბრუნავი დისკოს გაზის გარეთ გადენა ცენტრიდანული ძალით ხდება, შემდეგ კი ვარსკვლავის მაგნიტური ველის ძალწირების გასწვრივ გაიტყორცნება.

 აღსანიშნავია, რომ ALMA(რადიო ობსერვატორია ALMA)-ას საშუალებით, მცირე მასის ახალდაბადებულ ვარსკვლვთან მიმდინარე მსგავსი პროცესები ადრეც იქნა დამზერილი, ზემასიურთან კი პირველად(ჰერბიგ-ჰარო 24).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.