ვარსკვლავი-მონსტრი იბადება

მსოფლიოში ყველაზე დიდი რადიოტელესკოპების მასივის(ALMA) დახმარებით ასტრონომებმა ბნელ ნისლეულში ვარსკვლავის დაბადების საწყისი სტადია დაინახეს(ALMA).
ჩვენი გალაქტიკის ყველაზე უფრო მასიური და ელვარე ვარსკვლავები ცივი და ბნელი ნისლეულების შიგნით იბადებიან(ვარსკვლავური აკვანი მშვილდოსანში), რაც მათზე დაკვირვებას აძნელებს. ობიექტი 335.579-0.292(სპიცერის ბნელი ნისლეული), დედამიწიდან 11 000 სინათლის წლის მანძილზე მდებარეობს. ადრე ის ორბიტალური ”სპიცერითა”(1) და ”ჰერშელითაც”(2) გამოიკვლიეს. ასტრონომებმა ALMA-ს უნიკალური მგრძნობელობით ისარგებლეს, რათა ეს ნისლეული უფრო დეტალურად შეესწავლათ და მასში ნამდვილი გალქტიკური მონსტრი აღმოაჩინეს(ყველაზე დიდები).
აღმოჩენილი პროტოვარსკვლავური ბირთვის მასა მზისას 500-ჯერ აჭარბებს. გარემომცველ ნიევთიერებათა, ბირთვზე ვარდნის პროცესი აუცილებლად კოლაფსით დამთავრდება, რის შედეგადაც 100 მზის მასის მქონე ახალი ვარსკვლავი დაიბადება. ჩვენი გალქტიკის ასეულობით მილიარდ ვარსკვლავს შორის მხოლოდ 10 000 ასეთი მასიური გიგანტი თუ იქნება. მათი დაბადება ძალიან სწრაფად ხდება(დროის ვარსკვლავური მასშტაბების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ(მათუსალას ვარსკვლავის შესახებ)), ამიტომ პროცესის საწყისის დამზერა ასტრონომთათვის იშვიათობას წარმოადგენს.

 ყველაზე უფრო მასიური ვარსკვლავების გაჩენის ორი თეორიული მოდელი არსებობს. ერთის მიხედვით, თავიდან გაზური ღრუბელი რამდენიმე პატარა ბირთვად იყოფა, რომლებიც დამოუკიდებლად კოლაფსირებენ(იკუმშებიან), ცალკეულ ვარსკვლავებად გადაქცევით. მეორეს მიხედვით – გაზური ღრუბელი მთლიანად კოლაფსირებს, ერთ ვარსკვლავად ჩამოყალიბებით ან ცალკეულ ვარსკვლავებად დაშლით უკვე კოლაფსის პროცესში. ALMA-ათი მიღებული შედეგები მეორე მოდელის მართებულობას ადასტურებენ(ყველაზე მასიური და ელვარე; ახალი თეორია გიგანტური ვარსკვლავების შესახებ; პირველი ვარსკვლავები).

4 comments

  1. ჩემი თავი ვერ მომინელებია მაგაზე რომ გავშტერდი და დროზე ვერ დავფიქრდი. სხვა ადამიანს და ადამიანებს მე მფრინავი თეფშების ზღაპრებით ტვინს არავითარ შემთხვევაში არ დავუმძიმებ, ეს მხოლოდ და მხოლოდ ინტრიგა სკანდალია, აფიორა, ადამიანების მიზიდვა საიტებზე, ვიდეოებზე, ტურისტული ფანდი. რაც შეიძლება შორს დაიჭირეთ თავი უფოლოგებისგან. არავითარ შემთხვევში, ტყუილად გაიფიქრეთ 🙂 უცხოპლანეტელები არსებობენ, უბრალოდ, აქ არ ყოფილან არასოდეს და თუ იყვნენ, კვალი არ დაუტოვებიათ. ეს ვითომ კვლები და ღამის ბუნდოვანი კადრები მხოლოდ ტყუილებია, მოერიდეთ ასეთებს, განსაკუთრებით – რუსულებს. გისურვებთ წარმატერას 🙂

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.