ატაკამას დიდი მილიმეტრული მასივი(ALMA)

მეცნიერებმა ALMA(Atacama Large Millimeter Array)-ს მინიმალური კონფიგურაციის აწყობა დაასრულეს. ეს არის უდიდესი საერთაშორისო პროექტი მსოფლიოში, იუწყება ევროპის სამხრეთული ობსერვატორიის(ESO) საიტი, რომელიც პროექტზე მუშაობაში ღებულობს მონაწილეობას.  ALMA ინტერფერომეტრს(ერთი და იგივე ობიექტისკენ მიმართული სხვა და სხვა ადგილზე დამონტაჟებული ტელესკოპები. ადამიანის თვალებიც ოპტიკური დიაპაზონის თავისებური ინტერფერომეტრია) წარმოადგენს, რომელიც დასრულებული ვერსიით 66 შვიდ მეტრიანი და თორმეტ მეტრიანი ანტენებისგან იქნება შემდგარი. მასივი მდებარეობს პლატო ჩახნანტორზე ჩილეს ანდებში, ზღვის დონიდან 5 კილომეტრის სიმაღლეზე. ALMA-ს მინიმალური კონფიგურაცია, რომელიც დაკვირვებების ჩატარების საშუალებას იძლევა არის 16 ანტენა, ბოლო მათგანი პლატოზე 2011 წლის 27 ივლისს აიტანეს.
 ერთი ანტენის მასა 115 ტონაა. ასეთ სიმაღლეზე ანტენების ასატანად გამოიყენეს 28 ბორბლიანი და 130 ტონიანი სატვირთო მანქანები, აღჭურვილი დატვირთვის და გადმოტვირთვის ავტონომური სისტემებით. ინტერფერომეტრის მშენებლობის დასრულება 2013 წლისთვის იგეგმება. პროექტში ევროპა, ჩრდილორთ ამერიკა, რამდენიმე აზიური ქვეყანა და ჩილე მონაწოლეობენ.
უნიკალური მდებარეობის გამო, ALMA შედარებით ცივი გაზების გამოსხივების დანახვას უპრეცენდენტო სიზუსტით შეძლებს. ინტერფერომეტრით დაგროვებული მონაცემებით შესაძლებელი იქნება პლანეტების, ვარსკვლავების, გალაქტიკების ფორმირების პროცესებში უკეთ გარკვევა, ასევე რელიქტური გამოსხივების უფრო ზუსტი კვლევა, გამოსხივებისა, რომელიც დიდი აფეთქების მერე დარჩა.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.