კვანტური მექანიკა დიდ ტელესკოპებს ჯართად გადააქცევს?

 თუ ჩვენ ვარსკვლავების შესწავლის საქმეში წინ გვინდა წავიწიოთ, ან ციკლოპური ზომების ტელესკოპები უნდა ავაშენოთ, ან მათზე მოხვედრილი ყოველი ფოტონის მრავალჯერადი გამოყენება უნდა ვისწავლოთ.

 დიდი ტელესკოპები – სამყაროს შესახებ ჩვენი ცოდნის საფუძველი, ძალიან დიდი ზომის, რთული და ძვირი საფუძველი(დიდი ტელესკოპების ერა). მაგალითად, კანარის დიდი ტელესკოპი – 10,4 მეტრიანი სარკით, შვიდი წელი შენდებოდა და 130 მილიონი ევრო დაჯდა. კიდევ უფრო სამწუხარო ისაა, რომ უახლოესი ვარსკვლავური სისტემების დეტალური რუკის შესაქმნელად კიდევ უფრო დიდი ინსტრუმენტებია საჭირო, თან კოსმოსური.

 აგლე ქელლერს დარემის უნივერსიტეტიდან(დიდი ბრიტანეთი) აინტერესებს, შეუძლია თუ არა კვანტურ მექანიკას სარკის ზომასა და გამოსახულების ხარისხს შორის არსებული დამოკიდებულობის დარღვევა.

 ქელლერი ”დაურღვეველი გაზომვის” მეთოდის გამოყენებას გვთავაზობს, ყოველი ფოტონის მიმართ, რომლებიც ტელესკოპში გაივლიან. ასეთი გაზომვა, რა თქმა უნდა, ფოტონის შესახებ რაიმე სპეციფიურ ინფორმაციას ვერ გამოავლენს, მხოლოდ მისი გავლის ფაქტს დაადასტურებსს(შროდინგერის კატა). ხოლო გაზომვის მერე ფოტონი კლონირებული იქნება იმით, რასაც მას ატომების ”უკუაგზნება” მისცემს: ატომები მაღლიდან დაბალ ენერგეტიკულ მდგომარეობაში გადავლენ და რამდენიმე იდენტურ ფოტონს გამოასხივებენ, რომლებსაც, თავის მხრივ, დეტექტორები დაარეგისტრირებენ, ამ ფოტონებით მიღებული საშუალო მნიშვნელობის სიგნალის განსზღვრით.

kvant etelskopi აქტიური ტელესკოპის სქემა: ყოველი შემომსვლელი ფოტონი აპარატის შიგნით აგზნებული ატომების მიერ თავიანთი კლონების გამოსხივების სტიმულირებას ახდენენ, სპონტანური ემისიის ხელისშემშლელი ეფექტი იქნება მინიმიზირებული სასტარტო სიგნალით, რომელიც დაურღვეველი კვანტური გაზომვებისას, შემოსულ ფოტონს ერთმევა(A. Kellerer).

 როგორც ვხედავთ, იდეა ასე თუ ისე ნორმალურად გამოიყურება. თუმცა მისი რელაიზებისთვის საჭირო ტექნიკური ნაბიჯები უახლოეს წლებში ვერ გადაიდგმება. აცნობიერებს რა ამას, ქელლერი შედარებით მცირე მასშტაბების ექსპერიმენტის ჩატარებაზე საუბრობს, რომელიც ტელესკოპების გარჩევადობის შესაძლებლობის კვანტური მექანიკით გაზრდის რეალურად განხორციელებადობის დემონსტრირებაზე იქნება მოწოდებული. ცდა კარგ ლაბორატორიაში შეიძლება ჩატარდეს, მაგალითად, მაქს პლანკის სახელობის კვანტური ოპტიკის ლაბორატორიაში(გერმანია).

 აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ფიზიკოსი შიგეკი ტაკეუჩი ოსაკას უნივერსიტეტიდან(იაპონია), რომელმაც კვანტურად დაკავშირებული(გადახლართული) ფოტონების საშუალებით მიკროსკოპის გარჩევადობის შესაძლებლობის ამაღლების დემონსტრირება პირველად მოახდინა, ქელლერის იდეას ”ძალიან საინტერესოს” უწოდებს(კვანტური არარეალობა: რაშია ჭეშმარიტება?; კვანტური მექანიკის შემოწმებაში კვაზარები დაგვეხმარებიან; ობიექტივით კვანტურ სამყაროში).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.