ობიექტივით კვანტურ სამყაროში

 ფოტოიონიზაციური მიკროსკოპია წყალბადის ატომის ორბიტალური სტრუქტურის უშუალო დამზერის საშუალებას იძლევა, ელექტრონების ტალღური ფუნქციის „კადრში გამოჭერით“(ScienceNOW, IOP).
მიუხედავად იმისა, რომ ფიზიკოსებს ტალღური ფუნქციის ფორმის თეორიული წინასწარმეტყველება შეუძლიათ – სივრცეში ნაწილაკის შესაძლო ადგიმდებარეობას განსაზღვრა, ასეთი გამოთვლების ექსპერიმენტული მტკიცებულების მიღება მარტივი ამოცანა არაა. კვანტური მექანიკის კანონების მიხედვით ნაწილაკის პარამეტრების განსაზღვრა ტალღური ფუნქციის კოლაფსის გარეშე შეუძლებელია, ამიტომ ნამდვილი სურათის რეკონსტრუირება მრავალი გაზომვების საფუძველზე ხდება.
 ფიზიკოსთა საერთაშორისო ჯგუფის ახალი ექსპერიმენტი წყალბადის ატომის ელექტრონთა(ბორის ატომი) ტალღური ფუნქციის დანახვას ფოტოიონიზაციური მიკროსკოპიის მეთოდის საშუალებით იძლევა, რომელიც 30 წლის წინათ იყო წარმოდგენილი, თუმცა პრაქტიკაზე მისი რეალიზება მხოლოდ ახლა მოხდა. წყალბადის ატომი, მოთავსებული ძლიერ ელექტრულ ველში, ლაზერის იმპულსებით აღიგზნებოდა. „გაქცეული“ ელექტრონები სპეციალურ დეტექტორზე ხვდებოდნენ, ასეთ შეჯახებათა ინტერფერენციული სურათი კი ტალღური ფინქციის კვანძურ სტრუქტურას აჩვენებდა. ელექტროსტატიკური ლინზის გამოყენებით, რომელიც გამოსახულებას 20 000-ჯერ ადიდებს, ატომის „კვანტური პორტრეტიც“ გამოჩნდა.

 ამჟამად მსგავსი ექსპერიმენტები ჰელიუმის ატომზე მიმდინარეობს, რომლის ელექტრინთა წყვილმა(პაულის პრინციპი) ძლიან საინტერესო ურთიერთქმედების დემონსტრირება შეიძლება მოახდინოს(კომპლემენტარულობის პრინციპი; მოკლედ კვანტური მექანიკის შესახებ; ელექტრონის მოძრაობა ვიდეოკამერით გადაიღეს).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.