ვატიკანი უცხოპლანეტელებით ინტერესდება

 ბოლო დროს, ვატიკანის ასტრონომები არამიწიერი სიცოცხლის ფორმათა ძიების საქმეში სულ უფრო აქტიურად ერთვებიან. მაგალითად, ვატიკანის ობსერვატორიამ პრესკონფერენცია მოაწყო, რომელზეც მსოფლიოს 200-მდე წამყვანი ასტრობიოლოგი იყო მიწვეული. ერთ-ერთი მთავარი საკითხი იყო გაერკვიათ, მოხდება თუ არა უახლოეს ათწლეულბში არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა სხვა პლანეტებზე.

 ვატიკანის ობსერვატორიის დირექტორის, არგენტინელი ასტრონომისა და მღვდლის, იეზუიტების ორდენის წევრის, ხოსე გაბრიელ ფუნესას თქმით, არამიწიერი ცივილიზაციების არსებობის შესაძლებლობა, ღვთის რწმენას არანაირად არ ეწინააღმდეგება. თუ დედამიწაზე არის სიცოცხლე, რატომ არ იქნება სხვაგანაც, ისინიც ხომ ღვთის ქმნილებები იქნებიან, ამბობს იგი.

 კიდევ ერთი ვატიკანელი ექსპერტი, გაი კონსოლომანო, ვარაუდობს, რომ ჩვენთვის უცხოპლანეტელები არა მარტო მოაზროვნე ძმები, არამედ ”კაცობრიობის გადამრჩენელებიც” შეიძლება აღმოჩნდნენ.

 ადრე ეკლესია კოსმოსურ კვლევებზე გაცილებით თავშეკავებულად რეაგირებდა, ვიდრე ახლა. საიდან ასეთი უეცარი ინტერესი და ლოიალური დამოკიდებულება უცხოპლანეტური ცივილიზაციების თემის მიმართ? ჟურნალ Truth Wins-ში ნასელების მიერ გაკეთებული კომენტარების მიხედვით, ინტერესი, ბოლო დროს აღმოჩენილ უამრავ ეკზოპლაეტებსა და ტექნიკურ პროგრესს შეიძლება უკავშირდებოდეს. გამომცემლობას ტომ ჰორნის სიტყვებიც მოჰყავს, რომ ვატიკანელი ასტრონომები დარწმუნებულნი არიან: უცხოები დედამიწას სტუმრობენ, ეს კი ბიბლიის შესახებ ჩვენი ცოდნის გადახედვას მოითხოვს…

mariami ufo xatze

 ამ თემაზე საუბარი არც კათოლიკური ეკლესიის თავისთვის არის უცხო. ამა წლის 13 აპრილს რომის პაპმა ფრანცისკ I-მა ქადაგების დროს განაცხადა: ”ძმებო, მინდა ყველას გითხრათ, რომ ჩვენ მარტონი არ ვართ სამყაროში. მეცნიერება სერიოზულად პროგრესირებს და ალბათ, სულ მალე, უცხოპლანეტელი ძმებისა და დების არსებობის შესახებ შევიტყობთ, რომლებსაც მშვიდობის ნიშნებს გავუგზავნით. ეს, უჩვეულო დღე იქნება, გახსოვდეთ, რომ ღმერთი ერთია და ის ყოველ ჩვენთაგანს ხედავს”( სტივენ ჰოკინგი თვლის, რომ უცხოპლანეტელებთნ კონტაქტი საშიშია).

 რამდენიმე წლის წინათ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვატიკანის ბიბლიოთეკის რესტავრაციის დროს, ქვედა იარუსებზე, ასაკით 500 წელი, საძვლეები იქნა გახსნილი, რომლებშიც ე.წ. რუხი კაცუნების, დედამიწაზე მცხოვრები ალიენების ერთ-ერთი ტიპი, ძვლები იქნა აღმოჩენილი.

 რა თქმა უნდა, ეს ეპიზოდი ფართო საზოგადოებას დაუმალეს, თუმცა ერთ-ერთმა მუშამ უჩვეულო თავის ქალის ფოტოგრაფირება შეძლო. მაშინვე იმაზე დაიწყო საუბრები, რომ თითქოს, ეკლესია არამიწიერ ცივილიზაციებთან დამყარებულ კონტაქტს ასაიდუმლოებს. თუმცა ამ ერთი ფოტოს გარდა რაიმე ”ვატიკანისეულ კონტაქტებზე” არაფერია ცნობილი.

 სხვათა შორის, მალაქია წინასწარმეტყველი  რომის პაპების შესახებ ამბობს, რომ პონთიპიკოსი ფრანცისკ I(რიგით 112-ე) ბოლო პაპი იქნება, რადგან მისი მმართველობა აპოკალიფსს ემთხვევა(ივლისში კინაღამ აპოკალიფსი მოხდა; დასასრულის დასაწყისი ან რატომ არ იქნება სამყაროს დასასრული?).

 საინტერესოა, რომ 112-ე პონთიპიკოსის შესახებ წინასწარმეტყველებები ნოსტრადამუსთანაც გვხვდება: ”დედამიწა სისხლით მოირწყვება, ადამიანები დახურული პირებით იცხოვრებენ, მოხდება გაუთვალისწინებელი”. ეს ყველაფერი ”კოსმოსურ საფრთხესთან” ხომ არ არის დაკავშირებული?

 ცნობილი გახდა, რომ ვატიკანის ბიბლიოთეკა უძველესი და შუა საუკუნეების დროინდელი მანუსკრიპტების ციფრულ მატარებლებზე გადატანას იწყებს(კოლაფსი ყველა კვალს წაშლის). იქაურ კოლექციაში 82 ათასი ასეთი ხელნაწერია. პირველ ეტაპზე ამ სამუშაოს ჩასატარებლად 20 მილიონი დოლარი იქნება საჭირო. ეს მისია თავის თავზე იაპონურმა კომპანია NTT Data-მ აიღო. ”დოკუმენტები, რომლებიც ციფრულ ანალოგებსაც შეიძენენ, კოლუმბამდელ ამერიკასა და ჩინეთს, იაპონიასა და შორეულ აღმოსავლეთს ეხება. ისინი ევროპულ ენებს, კულტურასა და ისტორიასაც მოიცავენ” – ამბობს ბიბლიოთეკის თანამშრომელი ჟან-ლუი ბრიუგე.

 ბიბლიოთეკის კოლექციისთვის ელექტრონული სახის მიცემა ნამდვილად კარგი საქმეა, თუმცა, ხომ არ არის ეს ბიბლიის ახალ რეალობასთან მომავალი ადაპტაცია და ქვეყნიერების დასასრულისთვის მზადება? კიდევ რა იციან ვატიკანელებმა არამიწიერი ცივილიზაციების შესახებ? ისღა დაგვრჩენია ვიმკითხაოთ, ვისაც არ ეზარება :)(ანომალური მოვლენები).

One comment

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.