სტივენ ჰოკინგი თვლის, რომ უცხოპლანეტელებთნ კონტაქტი საშიშია

 ცნობილი ასტროფიზიკოსი სტივენ ჰოკინგი (იკვლევდა შავ ხვრელებს) ამბობს, რომ უცხოპლანეტელები არსებობენ, თუმცა, კაცობრიობისთვის უმჯობესი იქნება მათთან კოტაქტში არ შევიდეს. ასე განაცხადა მან Discovery-ზე გასულ ფილმში.

 ასტროფიზიკოსის თქმით, სამყაროში 100 მილიარდზე მეტი გალაქტიკაა, მათში არსებული ასეულ მილიონობით ვარსკვლავით. ნაკლებად შესაძლებელია, რომ სიცოცხლე მარტო დედამიწაზე გაჩნდა. საკითხავი მხოლოდ ისაა, თუ როგორ გამოიყურებიან ისინი. ” საკმარისია შევხედოთ ჩვენს თავს, რომ გავიგოთ, თუ რამდენად მრავალფეროვანი და განვითარებული შეიძლება იყოს სიცოცხლე.  უფრო განვითარებული არამიწირერი ცივილიზაცია დამპყრობელი შეიძლება აღმოჩნდეს, დამპყრობელი, რომელიც ცდილობს მოახდინოს პლანეტების კოლონიზაცია.

პარალიჩით დაავადებული მეცნიერი გვაფრთხილებს, “უცხოპლანეტელები თუ დედამიწამდე მოვლენ, ვფიქრობ, რომ დაგვემართება იგივე, რაც ინდიელებს დაემართათ, ამერიკაში კოლუმბის გამოჩენის მერე”.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.