ყველაზე დიდი და ძველი კრატერის საიდუმლო

 სამხრეთ აფრიკაში მდებარე ვრედეფორტის კრატერში, ძალიან საინტერესო მომწვანო-შავი ქანები იმალება. ეს არის ის, რაც მაგმური ტბისგან დარჩა, რომელიც მიწაში ოდესღაც გაჩენილ უზარმაზარ ხვრელს ავსებდა, ამტკიცებს დესმონდ მოზერი, ონტარიოს დასავლეთ უნივერსიტეტიდან (კანადა). 300 კილომეტრიანი ვრედეფორტის კრატერი 2,02 მილიარდი წლის წინათ გაჩნდა, გარემო პირობები კი ყოველთვის მის წინააღმდეგ მოქმედებდა.

 წარმონაქმნი სახელად ვრედეფორტი, ერთ დროს სულ სხვანაირი იყო. მისი პირვანდელი დიამეტრი 300 კილომეტრად არის შეფასებული. ასტეროიდის ზომა, რომელიც აფრიკაში ჩამოვარდა, 10 კილომეტრის ზომის იყო, ხოლო ორმო, რომელიც მან „ამოთხარა“, ათჯერ აჭარბებდა დიდი კანიონის სიღრმეს, ამბობს მოზერი. დედამიწის ქერქი გადნა, დაცემის ადგილზე გამდნარი მაგმის ტბა გაჩნდა. ოდნავ მოგვიანებით, იგივე მოხდა ონტარიოს ტერიტორიაზეც, სადაც კრატერი სადბერი წარმოიქმნა. მოზერის ჯგუფმა მასზეც გაამახვილა ყურადღება (ასტროჭრილობები).

gabronoriti რა დარჩა იმ ნადნობიდან? ითვლებოდა, რომ არაფერი, ან თითქმის არაფერი. დაიმზირება ბრეკჩიის უწესრიგო ფენები, ფორმირებული ქერქის ფენების მიერ, რომელებიც დარტყმის მერევე ჩაცვივდა კრატერში. ფენები ისე სწრაფად სრიალებდა, რომ ამით გამოწვეულმა ხახუნმა ქვები გაადნო და შუშისმაგვარ ქანად გადააქცია, სახელად ფსევდოტაქილითი. არის დაბზარული ქანებიც, რომლებიც ლავამ შეავსო (ე.წ. გრანოფირი).

 1990 წელს, მოზერმა, კრატერის ცენტრში რაღაც აღმოაჩინა. მას ვრედეფორტის ასაკის დადგენა უნდოდა და შემთხვევით 2,02 მილიარდი წლის ცირკონი (დედამიწის ადრეული გაცივების მტკიცებულება) იპოვა – მინერალის უწვრილესი ფრაგმენტები, დარტყმის კვლების გარეშე. ისინი სწორედ ბზარებში იმალებოდა. ბზარები უძველეს ქერქში გადის, რომელიც ერთ დროს 20 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა. მოზერის ვარაუდით, შემდნარი მაგმა ქანებში აღწევდა და საცობის როლში გამოდიოდა. ამ დროს ქერქი გუმბათივით ამოიზნიქა: გაიხსენეთ ვიდეოფილმი წყლის წვეთის დაცემისა წყლისავე ზედაპირზე.

 მოზერმა თავისი განსჯები 1997 წელს გამოაქვეყნა, რაც მაშინვე დისკუსიების თემად გადაიგცა იმის შესახებ, შეიძლება თუ არა ჩაითვალოს ზემოთ ხსენებული ბზარები, შევსებულები გაბრონორიტებით, შეჯახებით ნადნობ ნარჩენებად. კამათი დღემდე გრძელდება.

3 mlrd wlis cirkoni ამის გამო, მოზერი და მისი კოლეგები სამხრეთ აფრიკაში დაბრუნდნენ და ძებნა დაიწყეს მტკიცებულებისა, რომ ბზარებსა და კრატერს ერთი ასაკი აქვს. გაირკვა, რომ ცირკონების განაწილება შემთხვევითია, შერეულია სხვა შემომფარგლავ მინერალებში, ანუ უფრო გვიანდელი გაცხელებით ვერ გაჩნდებოდა, ვიდრე მათი მეზობლები.

 და ბოლოს, ჰაფნიუმის კონცენტრაცია იმაზე მეტყველებს, რომ მაგმა 3 მილირდი წლის ასაკის გამდნარ ქანებს წარმოადგენს, რომელიც დარტყმამდე დედამიწის ზედაპირზე იყო და არა ეროზიისაგან გაშიშვლებულ, ერთ დროს ღრმად მდებარე ქერქზე.

 თუ ეს ყველაფერი მართალია, მაშინ სხვა კრატერების ძიებასაც აქვს აზრი ამ ნიშნებით. მართლაც, უფრო ძველი ქანებიც არსებობს, ანალოგიური შემადგენელითა და სტრუქტურით.

 კვლევის შედეგები ჟურნალ Geology-ში გამოქვეყნდა. იმავე ნომერში, მეთიუ იუბერი, ბრიუსელის უნივერსიტეტიდან (ბელგია) და მისი კოლეგები, ვრედეფორტიდან ამოტყორცნილი ქანების კარელიაში აღმოჩენის შესახებ იუწყებიან. ქანების აორთქლებული ფრაგმენტები ატმოსფეროში ავიდა და 2500 კილომეტრის იქეთ, პროტოკონტინენტის ზედაპირზე ჩამოცვივდა, სადაც ახლა ჩრდილო-დასავლეთი რუსეთი და სკანდინავია მდებარეობს.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.