აღმოჩენილია მზესთან უახლოესი ახალი ვარსკვლავი

 ავსტრალიის ნაციონალური უნივერსიტეტის ასტრონომთა ჯგუფმა ერთ-ერთი

მზესთან ახლოს მდებარე ახალი ვარსკვლავი  აღმოაჩინა. ობიექტი საელად AP Columbae, მიეკუთვნება ე.წ. მთავარ მიმდევრობამდელი(ვარსკვლავი, რომელიც ევოლუციას არ ამთავრებს კატასტროფული აფეთქებით) ვარსკვლავების კატეგორიას. ის ევოლუციის ადრეულ სტადიაზე იმყოფება.

 „მთავარი მიმდევრობის ვარსკვლავები მზეზე ბევრად ახალგაზრდები არიან. „გამოვიყენეთ რა ტელესკოპები კუნაბანაბრანეში, ჩილეში და კალიფორნიაში, ჩვენ გავარკვიეთ, რომ მკრთალი ობიექტი სახელად AP Columbae სწორედ ასეთი ტიპის ვარსკვლავებს მიეკუთვნება“, – ამბობს აღმოჩენის ერთ-ერთი ავტორი სიმონ მერფი. – „ათწლეულების განმავლობაში ითვლებოდა, რომ ახალგაზრდა ვარსკვლავები მხოლოდ აქტიურ ვარსკვლავთ წარმომქმნელ, ორიონის ნისლეულის მაგვარ რეგიონებში იმყოფებოდნენ. ეს რეგიონები ჩვეულებრივ დედამიწიდან რამდენიმე ასეული სინათლის წლით არიან დაშორებულნი. თუმცა ჩვენ შევძელით ვარსკვლავის მოძებნა, რომელიც გაცილებით ახლოს მდებარეობს“(უახლოესი).

 ასატრონომთა გათვლების მიხედვით, AP Columbae, მტრედის ვარსკვლავედში, დედამიწიდან მხოლოდ 27 სინათლის წლითაა დაშორებული. ობიექტის ასაკი დაახლოებით 40 მილიონი წელია(მზის 4,5 მილიარდი) იუწყება ScienceAlert-ი.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.