ალნიტაკი, ალნილამი, მინტაკა

 ალნიტაკი, ალნილამი, მინტაკა – სამი კაშკაშა ვარსკვლავი, ამ შთამბეჭდავ კოსმოსურ პეიზაჟზე დიაგონალურად არიან განლაგებულნი, აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ(მარჯვენა დაბალი კუთხიდან, მარცხენა მაღალი კუთხისკენ). ორიონის წელის სახელით ცნობილ ხაზზე განლაგებული სამი ცისფერი ზეგიგანტი ვარსკვლავები მზეზე მასიურები და ცხელები არიან. იქამდე მანძილი 1 500 სინათლის წელია. ოდესღაც ისინი, დღეისათვის უკვე კარგად გამოკვლეულ, ორიონის ვარსკვლავთშორის ღრუბელში დაიბადნენ. სივრცის ამ რეგიონში მოდრეიფე ობიექტებიც გეცნობათ ალბათ – ბნელი ნისლეული ცხენის თავი და ნისლეული ცეცხლის ალი, ოდნავ ქვემოთ და მარჯვნივ ალნიტაკიდან. სახელგანთქმული ორიონის ნისლეული მარჯვენა მხარესაა, ამ ვარსკვლავური ველის მიღმა. წარმოდგენილი გამოსახულება ცაზე 4 გრადუსის ზომას სივრცეს მოიცავს(მეროპა, როზეტა, ორიონი; ორიონის ნისლეულის დიდების გალერეა; ორიონის ვარსკვლავების ფერები; ორიონის ალფა – ბეტელგეიზე).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.