ორიონის ვარსკვლავების ფერები

 ვარსკვლავის ფერს მისი ტემპერატურა განსაზღვრავს. წითელი ვარსკვლავები ცივები არიან, მათი ზედაპირის ტემპერატურა დაახლოებით 3000 კელვინია, ცისფერები გაცილებით ცხელები არიან, ზედაპირის ტემპერატურა 30 000 კელვინს აჭარბებს. ჩვენი ყვითელი ვარსკვლავის, მზის ზედაპირი 6000 კელვინამდეა გაცხელებული. ფერთა განსხვავება, თვალსაჩინოებისთვის, უკეთესად შეიმჩნევა წარმოდგენილ ფოტოზე, რომელზეც ვარსკვლავები გადაღებულია ობიექტივის ფოკუსის საფეხურობრივი ცვლილებით. პირველი და ბოლო ექსპოზიციები მიღებულია მაქსიმალური დეფუკუსირების დროს, შუაში კი მაქსიმალური ფოკუსირებით. ამის გამო ვარსკვლავების კვლებმა პეპელას ფორმა მიიღეს. ზემოთ ჩანს ცივი ზეგიგანტი ბეტელჰეიზე, რომელიც ძალიან განსხვავდება გავარვარებული ცისფერი ვარსკვლავებისგან. ორიონის ნისლეული, რომელიც სულაც არ არის ვარსკვლავი, თავის მოვარდისფრო ელფერს მატებს გამოსახულებას მის ცენტრს დაბლა. კიდევ ერთი ღირსშესანიშნავი ობიექტია მუქი წითელი ფერის ნახშირბადული ვარსკვლავი  ორიონის W. მისი სუსტი კვალი ჩანს სურათის შუა მარჯვენა კიდეზე. ამ ვარსკვლავის წითელი ფერი კიდევ უფრო შესამჩნევი გახდა ნახშირბადის მაღალი შემცველობის გამო.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.