მეროპა, როზეტა, ორიონი

 ამრეკლი ნისლეულები ახლოს მდებარე ვარსკვლავების შუქით ანათებენ, რომელიც ნახშირბადის შემცველი უწვრილესი მტვრის ნაწილაკებიდან აირეკლება.

ჟანგბადი ორიონის ნისლეულში

კოსმოსური ტელესკოპი ”ჰერშელის” ინფრაწითელმა დეტექტორებმა კოსმოსში ჟანგბადის მოლეკულები აღმოაჩინეს. მონაცემები უკვე გადამოწმებული და დამტკიცებულია NASA-ს მიერ. ჟანგბადის ცალკეული ატომები, განსაკუთრებით მასიურ ვარსკვლავებთან, ადრეც იყო შემჩნეული, თუმცა ამის დამტკიცება პირველად მოხდა.

 

ორიონის ვარსკვლავების ფერები

ორიონის ვარსკვლავების ფერები

 ვარსკვლავის ფერს მისი ტემპერატურა განსაზღვრავს. წითელი ვარსკვლავები ცივები არიან, მათი ზედაპირის ტემპერატურა დაახლოებით 3000 კელვინია, ცისფერები გაცილებით ცხელები არიან, ზედაპირის ტემპერატურა 30 000 კელვინს აჭარბებს. ჩვენი ყვითელი ვარსკვლავის, მზის ზედაპირი 6000 კელვინამდეა გაცხელებული. ფერთა განსხვავება, თვალსაჩინოებისთვის, უკეთესად შეიმჩნევა წარმოდგენილ ფოტოზე, რომელზეც ვარსკვლავები გადაღებულია ობიექტივის ფოკუსის საფეხურობრივი ცვლილებით.