M42: ორიონის ნისლეულის შიგნით

 ორიონის დიდი ნისლეული ჩვენთან ახლოს მდებარე ვარსკვლავთწარმომქმნელ რეგიონს წარმოადგენს, ის ალბათ, ყველაზე ცნობილი ასტრონომიული ნისლეულია. ახალგაზრდა ვარსკვლავები უზარმაზარი მოლეკულური ღრუბლის კიდეებზე მანათობელ გაზში არიან ჩაძირული, ჩვენიდან სულ რაღაც ნახევარი ათასი სინათლის წლის მანძილზე. ამ ღრმა გამოსახულებაზე კარგად ჩანან სუსტად მანათობელი ფრაგმენტები და გაზურ-მტვროვანი ფენები. ორიონის თანავარსკვლავედში დიდი ნისლეულის დანახვა შეუიარაღებელი თვალითაც არის შესაძლებელი, ადვილად შესამჩნევი, m42_christensenორიონის წელის სახელით ცნობილი სამი ვარსკვლავიდან ოდნავ ქვემოთ და მარცხნივ. ელვარე გაფანტული ნისლეულის გარდა ორიონის ნისლეულში ასევე ბევრი სხვა ვარსკვლავური ინკუბატორიც მოიპოვება. ამ ინკუბატორებში ბევრი წყალბადია, ასევე ცხელი ვარსკვლავები, პროპლიდები და ვარსკვლავური ჯეტები – ჭავლები(„ბრტყელი ვარსკვლავები“ და ზოგიერთი ასტროტერმინი), რომლებიც მაღალი სიჩქარეებით ამოიფრქვევიან. ორიონის ნისლეულის ზომა(იგივე M42) 40 სინათლის წელია. ნისლეული, ირმის ნახტომის იმავე მკლვში მდებარეობს, რომელშიც ჩვენი მზის სისტემა(ორიონის ნისლეულის დიდების გალერეა; მეტეორიტული ნაკადი ორიონიდები).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.