უკეთესი საცხოვრებელი

 მზის მზსაგვი ვარსკვლავები მთელს ირმის ნახტომშია მიმოფანტული. მათი პლანეტები სიცოცხლისთვის უფრო მეტად თავსებადი შეიძლება აღმოჩნდეს, ვიდრე ჩვენი მშობლიური დედამიწა.

 ამის მიზეზად მეცნიერები პლანეტების უფრო მეტად გაცხელებულ ბირთვს ასახელებენ, რომელთა ტემპერატურები დედამიწისაზე მეოთხედით მეტი შეიძლება იყოს. ეს, პლანეტას გეოლოგიურად უფრო აქტიურს, უფრო თბილს ხდის და თხევადი წყლის საკმაო რაოდენობით არსებობას უზრუნველჰყოფს.

 ახალ კვლევაში ამერიკელმა მეცნიერებმა სპექტრომეტრ HARPS-ით მიღებული მონაცემები გამოიყენეს, რომელიც ჩილეს მთებში არსებულ ევროპის სამხრეთულ ობსერვატორიაში (ESO) ფუნქციონირებს. გამოკვლეულ იქნა მზის „ორეულები“, ვარსკვლავები, რომლებიც ჩვენს მნათობთან ახლოს ზომებით, ასაკითა და შემადგენლობით არიან. ამასთან ერთად, მთავარი, რაც მეცნიერებს აინტერესებდათ, თორიუმისა და ურანის რაოდენობაა, რადიოაქტიური ელემენტებისა, რომელთა დაშლა პლანეტების სიღრმეებს აცხელებს და მათი ლითოსფეროების აქტიურობას უზრუნველჰყოფს.

 ჯერჯერობით უცნობია, რადიოაქტიური დაშლა, რომელიც მანტიაში მიმდინარეობს, ბირთვიდან გამოყოფილ ენერგიასთან ერთდ, როგორ უზრუნველყოფს ზღვებისა და ოკეანეების დედამიწის ზედაპირზე არსებობას და მათი დონეების რეგულაციას. ამის საფუძველზე შეიძლება ითქვას: თუ გაცხელებისათვის საჭირო რადიოაქტიური ელემენტების რაოდენობა საკმარისია, მაშინ პლანეტა სიცოცხლის ჩასახვისათვის ვარგისი შეიძლება აღმოჩნდეს.

 მზის რვა „ორეული“ ვარსკვლავიდან შვიდი გაცილებით მეტ თორიუმს შეიცავს, ვიდრე მზე. შესაბამისად, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ თორიუმი მათთან მდებარე პლანეტებზეც ბევრია და მათი წიაღიც კიდევ უფრო თბილია. მაგალითად, ამ ვარსკვლავთაგან ერთ-ერთს მზეზე 2,5-ჯერ მეტი თორიუმი აღმოაჩნდა. გამოთვლების მიხედვით, ასეთ შემთხვევაში პლანეტა 25%-ით მეტ სითბოს უნდა გამოიმუშავებდეს. ასეთი პლანეტის ლითოსფეროს აქტიურობა მეტია და მეტ ხანს გრძელდება, ვიდრე დედამიწაზე, რითაც სიცოცხლეს გაჩენისა და განვითარებისთვის მეტი შანსი ეძლევა.

 თუ მზე რადიოაქტიური თორიუმის შემცველობით გამორჩეული, ტიპიური ყვითელი ჯუჯა ნამდვილად არ არის და მისმაგვარ თანამოძმეებში თორიუმი შეიძლება მეტი რაოდენობითაც იყოს, მაშინ მათ გარშემო არსებული სიცოცხლისათვის თავსებადი პლანეტებიც მეტი იქნება, ვიდრე შეიძლება ვივარაუდოთ. მოკლედ, ბევრ სხვა მნათობზეც არის ასეთი დაკვირვებების ჩატარება აუცილებელი, რვა ძალიან ცოტაა (ვარსკვლავური პრომეთიუმის საიდუმლო).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.