ასტეროიდი ტაუტატისი

 გოლდსტოუნის ობსერვატორიის დახმარებით ასტრონომებმა ასტეროიდ ტაუტატისის გამოსახულება მიიღეს, რომელმაც 12 დეკემბერს დედამიწასთან ახლოს გაიარა.

 დედამიწიდან იბიექტამდე მინიმალური მანძილი 7 მილიონი კილომეტრი იყო. „ასტეროიდი დედამიწისთვის საფრთხეას არ წარმოადგენს, თუმცა საკმარისად ახლოს იყო რადარით კვლევისათვის“ – ამბობს ნასას თანამშრომელი ლანს ბარნერი. გოლდსტოუნიდან მას 22 დეკემბრის ჩათვლით მიადევნებენ თვალს.

 ტაუტატისი ასტრონომებისთის კარგადაა ცნობილი. ის დედამიწას ყოველ 4 წელიწადში ერთხელ სტუმრობს. ზომით 4,5 კილომეტრია. ობიექტი დიდი ზომის პოტენციურად საშიშ ასტეროიდებს მიეკუთვნება. მეცნიერთა თქმით, უახლოესი ასი წლის განმავლობაში ასტეროდი დედამიწისთვის არ შეეჯახება.

 რადარით მიღებული ახალი გამოსახულების გარჩევადობის შესაძლებლობა ხუთჯერ მაღალია, ვიდრე მისი ადრინდელი გამოსახულებებისა. ტაუტატისს უცნაური, არაქისის მსგავსი ფორმა აქვს. შესაძლებელია, რომ ასტეროიდი რამდენიმე ობიექტისგან წარმოიქმნა.

 „ტაუტატისს რთული შინაგანი სტრუქტურა აქვს. რადარით მიღებული მონაცემები იმაზე მეტყველებენ, რომ ასტეროიდის მცირე ზომის ნაწილის სიმკვრივე 15%-ით მეტია, ვიდრე შედარებით დიდი ნაწილისა. ამ ნაწილებს შიგნით ბირთვებია, რომელთა სიმკვრივე 20-30%-ით მეტია გარე ფენების სიმკვრივეზე“- ამბობს ნაციონალური რადიოასტრონომული ობსერვატორიის თანამშრომელი მაიკლ ბუში.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *