ვარსკვლავები, პლანეტებზე სიკვდილის მერეც ზრუნავენ

 მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ვარსკვლავის წითელ გიგანტად ტრანსფორმაცია, მის პლანეტებზე მყოფი ცოცხალი ორგანიზმებისთვის სასიკვდილო განაჩენი სულაც არ არის.

 საქმე ისაა, რომ ამის მერე წარმოქმნილი თეთრი ჯუჯა უფრო სტაბილური ვარსკვლავია, ვიდრე, მაგალითად, ჩვენი მზე. მას სიცოცხლის ხელმეორედ ჩასახვისათვის საჭირო უკეთესი პირობების შექმნა შეუძლია.

 ეგზოპლანეტების ძებნა, კოსმოლოგიის ყველაზე უფრო დამაინტრიგებელი თემაა, ХХ საუკუნიდან დაწყებული, დღევანდელ დღემდე. უეჭველია, რომ უმთავრესი მამოძრავებელი მომენტი, მზისმაგვარი სისტემის აღმოჩენაა, რომელშიც ბიოლოგიურად აქტირუი პლანეტა იქნება – სიცოცხლით, რომელიც დედამიწის მსგავს პირობებში ვითარდებოდა…

 თეთრი ჯუჯების წინამორბედი ვარსკვლავების აქტიურობა საკმაოდ ინტენსიურია: მაგნიტური ველის ციკლური ვარიაციები, ლაქების წარმოქმნა, ანთებითი აქტიურობა, ძლიერი და ცვლადი ელექტრომაგნიტური გამოსხივება – ულტრაიისფერი და რენტგენის… შეიძლება იყონ ასეთი ვარსკვლავების ეკზოპლანეტები სიცოცხლის ჩასახვისათვის ვარგისი და ამ მნათობთა ვარსკვლავური ციკლის რომელ ფაზაზე?

 თეთრი ჯუჯები, როგორც ჩანს, უფრო სტაბილურები არიან, ვიდრე მზისმაგვარი(ყვითელი ჯუჯები) ვარსკვლავები. მზე ხომ, მეცნიერთა ვარაუდით, რამდენიმე მილირდი წლის მერე დედამიწაზე სიცოცხლის არსებობას შეუძლებელს გახდის! ჩვენი ვარსკვლავი სულ უფრო ელვარე გახდება, მოიმატებს მისი ნათობა და ზომაც(მზის მომავალი სხვა ვარსკვლავების მიხდვით).

თეთრი ჯუჯა(ცენტრში) და გამოტყორცნილი ნივთიერებებისაგან წარმოქმნილი ნისლეული.

 მილირდი წლის მერე, მზიური გამოსხივება 20%-ით გაიზრდება. დედამიწის კლიმატი შეიცვლება, ჩვენი სიცოცხლე კი, შეგახსენებთ, ტემპერატურის, ტენიანობისა და ატმოსფერული შემადგენელის უმცირესი ვარიაციების მიმართაც ძალიან მგრძნობიარეა. აი თეთრი ჯუჯები კი ნათობის მსგავს ტრანსფორმაციას გაცილებით ნელა ახორციელებენ(თეთრი ჯუჯების კვალდაკვალ), რაც ასეთი პირობების მიმართ შეგუების საშუალებას იძლევა.

 თეთრი ჯუჯები, პლანეტარული ნისლეულის ცენტრში იბადებიან, ვარსკვლავის წითელ გიგანტად გადაქცევის ფაზის დამთავრების მერე. სტაბილური მნთობი, ახალგაზრდა ნისლეულის შიგნით, თავისი ვარსკვლავური სიცოცხლის ახალ ფაზას იწყებს. აღსანიშნავია, რომ ჩვენ მზესაც იგივე გზის გავლა მოუწევს – რამდენიმე მილიარდი წლის მერე ისიც ჯუჯად გადაიქცევა კოსმოსურ სივრცეში რგოლისმაგვარი ნისლეულის წარმოქმნით, მანამდე, მახლობელი და ნაწილობრივ შორეული პლანეტების აორთქლებით

 თეთრ ჯუჯებს თერმობირთვული ენერგიის წყარო არ გააჩნიათ, ისინი ცეცხლის მერე დარჩენილი ნაკვერჩხალივით ნელ-ნელა ცივდებიან. უზარმაზარი სიმკვრივის გამო ეს პროცესი ძალიან დიდ ხანს გრძელდება.

 მეცნიერებმა სხვადასხვა გამოთვლებით დაადგინეს, რომ ასეთი ვარსკვლავიდან 0,01 ასტრონომული ერთეულის(1 ა.ე. = 150 000 000 კმ.) მანძილზე მდებარე პლანეტაზე სიცოცხლე 7 მილიარდი წლის განმავლობაში შეიძლება განვითარდეს. დედამიწაზე ეს გაცილებით მოკლე დროში მოხდა – დაახლოებით 4,5 მილიარდი წელი. ასე რომ, როგორც ხედავთ, თეთრი ჯუჯები მათ პლანეტებზე სიცოცხლის ჩასახვის საუკეთესო კანდიდატები არიან.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.