“ცნობისმოყვარემ” თავისი თავი გადაიღო

 ავტომობილის ზომის მარსმავალმა თავისი ავტოპორტრეტი გააკეთა და ჩვენ წარმოგვიდგინა. ეს ავტოპორტრეტი ერთ-ერთი საკვლევი მოწყობილობის, სახელად Mars Hand Lens Imager (MAHLI), კამერით გაკეთდა.

 MAHLI – ეს არის სისტემა, რომელიც მარსმავლის რობოტიზირებულ ”ხელზე” დამაგრებული კამერისაგან შედგება. ის მთის ქანებისა და გრუნტის მიკროსკოპული გამოსახულებების მისაღებადაა შექმნილი. MAHLI-ს შეუძლია გადაიღოს გამოსახულება ზომით 1600 × 1200 პიქსელი, გარჩევადობის შესაძლებლობით 14,5 მიკრომეტრი პიქსელზე. MAHLI-ს ფოკუსური მანძილია 18,3-21,3 მილიმეტრი, ხედვის არით 33.8-დან 38,5-მდე გრადუსით. სიტემას აქვს თეთრი და ულტრაიისფერი შუქდიოდების სისტემა, ასევე ფლუორესცენტული სანათი.

 ულტრაიისფერი სანათი კარბონატული და სხვა მინერალების ნათების გამოსაწვევადაა საჭირო, რომელთა წარმოქმნში წყალმა მიიღო მონაწილეობა. MAHLI ფოკუსირებას 1მილიმეტრი და მეტი ზომის ობიექტებზე აკეთებს. სისტემას რამდენიმე ფოტოს გადაღება შეუძლია სურათების დამუშავების აქცენტით. სისტემის საშუალებით ფოტოების დაუმუშავებლად შენახვაა შესაძლებელი, ხარისხის შენარჩუნებით, ან მათი JPEG ფაილად შეკუმშვით.

 სწორედ ამ სისტემით გადაიღოცნობისმოყვარეობამთავისი ავტოპორტრეტი. ფოტო მარსმავლის ”თავის” დემონსტრირებას ახდენს, რომელიც სამაგრ ”ანძაზეა” დამონტაჟებული. შეგახსენებთ, რომ ყველა მოქმედება, რომლებსაც მარსმავალი ასრულებს, მათ შორის ფოტოგრაფირებაც, აპარატის ცენტრალურ კომპიუტერს ბრძნანებების სახით დედამიწაზე მყოფი ოპერატორებისგან გადაეცემა.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.