კომეტის საკვლევი მისია

 კოსმოსური აპარატი ”როზეტა” ჩურიუმოვ-გერასიმენკოს კომეტას 2014 წელს მიუახლოვდება.

 ევროპული კვლევითი ზონდი ”როზეტა” 2004 ლის 2 მარტს რაკეტამატარებელ არიან 5G-თი გაუშვეს, თავის მთავარ სამიზნეს, ჩურიუმოვ-გერასიმენკოს კომეტას 2014 წლის იანვრიდან მარტის ჩათვლით გამოიკვლევს.

 კოსმოსური აპარატის საერთო ფრენის დრო 7 წელიწადს 10 თვესა და 7 დღეს შეადგენს. მან უნდა გაარკვიოს ხსენებული კომეტის ბირთვის პარამეტრები, ქიმუირი შემადგენლობა და შეისწავლოს დროთა განმავლობაში მისი აქტიურობის ცვლილება.

 კვლევითი ზონდის სახელი ცნობილი ”როზეტის ქვიდან” მომდინარეობს – ლეგენდარული არტეფაქტისგან, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი გახდა ეგვიპტური იეროგლიფების გაშიფვრა. ამ მისიის საშუალებით მეცნიერებს სურთ გაიგონ, თუ როგორ გამოიყურებოდა მზის სისტემა მანამდე, სამან მასში პლანეტები ჩამოყალიბდებოდნენ. აპარატი ორი ნაწილისგან შედგება: თვითონ ზონდი და დასაშვები აპარატი ”ფილი”.

 მეცნიერების ვარაუდით, მზის სისტემის კომეტები 4,5 მილიარდი წლის წინ ჩამოყალიბდნენ.

 კომეტები დროის ძირითად ნაწილს მზისგან შორს ატარებენ, დაბალი ტემპერატურის პირობებში, რითაც თავიანთი ევოლუციის ყველა დეტალს კარგად ინახავენ. ”როზეტა” ჩურიუმოვ-გერასიმენკოს(P4) ორბიტაზე 17 თვე გაჩერდება და დეტალურად გამოიკვლევს მას. ზონდი კომეტას მზის გარშემო მოგზაურობაშიც გაყვება” – ამბობენ მეცნიერები(კომეტებზე მონადირენი).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.