10 საინტერესო ფაქტი მზეზე

 ჩვენს უახლოეს ვარსკვლავზე, რომელიც სასიცოცხლო სხივებით გვამარაგებს, ალბათ ბევრი გსმენიათ, თუმცა არა ყველაფერი.

1. ბევრი ფიქრობს, რომ ჩვენი პლანეტა და მისი მეზობლები მზის სისტემის თანაბარ უფლებიანი წევრები არიან, მაგრამ ეს ასე არ ყოფილა. სინამდვილეში მზე, მთელი მზის სისტემის 99.8 % მასის მატარებელია, ხოლო დანარჩენი  0.2% იუპიტერზე მოდის.

2. მზის 74% წყალბადისგან შედგება, დანარჩენი 24% ჰელიუმისგან და 2% სხვადასხვა ელემენტებისგან, ანუ მთელი მზის სისტემა წყალბადისგან შედგება(სამყაროს პირველი ელემენტები: წყალბადი, ჰელიუმი, ლითიუმი).

3. ჩვენი ვარსკვლავის ლაქების ტემპერატურა  4000 °C -ია, მეცნიერთა ვარაუდით მის ცენტრში ტემპერატურა 15 700 000 °C უტოლდება, ამის გამო მზე თეთრად ანათებს, მაგრამ დედამიწაზე მოსული მზის სხივები დედამიწის ატმოსფეროს გამო მოყვითალო ფერს იღებენ(აქტიური მზე).
4. მზე უზარმაზარია და ამავდროულად პაწაწინა. მზეში 1 მილიონი დედამიწა ეტევა, ანუ ჩვენი ვარსკვლავი საკმაოდ დიდია ჩვენთვის, თუმცა არსებობენ ისეთი გიგანტებიც, რომელთა ირგვლივ რეაქტიული თვითმფრინავის სიჩქარით შემოსაფრენად 1100 წელი დაგვჭირდებოდა.
5. მზე ჯერ ისევ ახალგაზრდაა, ის 4,59 მილიარდი წლისაა და მეცნიერთა ვარაუდით კიდევ 5 მილიარდი წელი იცოცხლებს. მზე ყოველ ერთ მილიარდ წელიწადში 10%-ით ფართოვდება მანამ, სანამ წითელ გიგანტად გადაიქცევა და თავისი შვილების გადასანსვლას დაიწყებს(როგორ კვდებიან ვარსკვლავები).
6. პლანეტებისგან გასხვავებით, მზე წყალბადის დიდი ბურთია, მისი საშუალო სიმკვრივე წყლისაზე მცირეა, რის გამოც მისი სხვადასხვა რეგიონები განსხვავებული სიჩქარეებით ბრუნავენ.
7. თურმე ამერიკელების 55%-მა არ იცის, რომ მზე ვარსკვლავია.(იმედია ჩვენთან უკეთესი მდგომარეობააJ) თუ მზემ  სხივების გამოშვება შეწყვიტა, ადამიანი ამას 8 წუთის მერე გაიგებას, რადგან მზემდე მანძილი 150 000 000 კილომეტრია.
8. მთელი 186 დღე ვერ დაინახავთ მზეს ჩრდილოეთ  პოლუსზე.
9. აცტეკებს სჯეროდათ, რომ მზე ყოველ ღამე კვდებოდა და საჭირო იყო ადამიანის სისხლი, რათა ის კვლავ  ყოველი ამოსვლისთვის გაეცოცხლებინათ(ძველი ცივილიზაციები).
10. დედამიწაზე არსებულ ქვანახშირში, ნავთობსა თუ გაზში აკუმულირებული ენერგია იგივე მზის ენერგიაა, რომელსაც ასეული მილიონობით წლის წინათ ამ წიაღისეულად გადაქცევამდე, მაშინდელი ცოცხალი არსებები გამოსხივების სახით იღებდნენ.

ავტორი: თეო ჯაფარიძე(ავტორის სხვა პოსტები).

One comment

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.