ბეტელგეიზეს გამოცანა

 ახლახანს ასტროფიზიკოსებმა, წითელ ზეგიგანტ ბეტელგეიზეზე დაკვირვების დროს, მის გარშემო რამდენიმე მტვროვანი რკალი აღმოაჩინეს. როგორც ჩანს, ეს ვარსკვლავის ევოლუციის სხვადასხვა ეტაპებზე გამოფრქვეული მატერიაა. გარდა ამისა, აღმოჩენილი იქნა წაგრძელებული სტრუქტურაც, რომლის ბუნება ჯერჯერობით გაურკვეველი რჩება.

ჰიპერახალი ვარსკვლავი

 ჰიპერახალი – მასიური ვარსკვლავის(მზეზე 20-ჯერ მძიმე) აფეთქება მისი ბირთვის კოლაფსის გამო. კოლაფსი ვარსკვლავის ბირთვში თერმობირთვული საწვავის ამოწურვის მერე ხდება. სხვანაირად რომ ვთქვათ, ეს ძალიან დიდი ზეახალია.

გაქცეული ვარსკვლავები

  ასტრონომებმა გაქცეული ვარსკვლავების არსებობას ახსნა მოუძებნეს – როგორც აღმოჩნდა, მათ მშობლიური გროვადან მასიური ორმაგი ვარსკვლავები ისვრიან. სტატია ამის შესახებ დაიწერა ჟურნალ Science და საიტ New Science-ში.

გაზრდილი სასიცოცხლო ზონა წითელი ვარსკვლავების გარშემო

ასტრონომებმა, წითელი ჯუჯების გარშემო, სიცოცხლის გაჩენისთვის შესაფერისი ზონის რადიუსი გაზარდეს, რეგიონისა, რომელშიც მყოფ პლანეტაზე შესაძლებელია თხევადი წყლის არსებობა (arXiv.org).