ფორთოხლისფერი მზე

 ჩვენი მზე ძალიან გამოცოცხლებული ადგილი ხდება. ეს ფოტო ორი კვირის წინ არის გადაღებული. მზეზე მრავალრიცხოვანი აქტიური რეგიონები ჩანან, მზიური ლაქების ჩათვლით – AR 2036 ზედა კიდესთან და AR 2036 სურათის ცენტრთან ახლოს. მხოლოდ ოთხი წლის წინათ გამოვიდა მზე უჩვეულოდ წყნარი აქტიურობის მინიმუმიდან, რომელიც რამდენიმე წელი გრძელდებოდა. ეს გამოსახულება მიღებულია ფილტრით, რომელიც წყალბადის ზოლს  Hα-ს გამოყოფს და ხელოვნური ფერებითაა შეღებილი. მზის ზედაპირის უმეტეს ნაწილს სპიკულები იკავებენ – პლაზმის მანათობელი სვეტები, 500-დან 1200 კილომეტრამდე დიამეტრებით, რომლებიც მზის ხილული ზედაპირიდან – ქრომოსფეროს ქვედა ფენიდან, 20 კმ/წმ-ში სიჩქარით 5000 – 10 000 კილომეტრის სიმაღლემდე ამოდიან და 5-10 წუთი ცოცხლობენ, ისინი მზის ზედაპირის 1%-ს იკავებენ. ელვარების თანდათანობითი გაძლიერება გამოსახულების კიდეებისკენ შედარებით ცივი გაზების მომატებული შთანთქმითაა განპირობებული და კიდეებისკენა ჩაბნელება ეწოდება. დისკოს კიდეებთან პროტუბერანცები ჩანან. მზის ზედაპირის ფონზე ისინი ნათელი ზოლების სახით მოჩანან. ყველაზე უფრო საინტერესოდ ჩახლართული მაგნიტური ველების მქონე აქტიური უბნები გამოიყურებიან, რომლებშიც შედარებით ცივი მზიური ლაქები მდებარეობენ, ჩანან როგორც თეთრი წერტილები(დიდი ლაქა მზეზე). ამჟამად მზიური მაქსიმუმი დაიმზირება – ყველაზე აქტიური ფაზა 11 წლიან მაგნიტურ ციკლში(გადატრიალება მზეზე). მზის ჩახლართული მაგნიტური ველი მრავალრიცხოვან ”მზიურ ნაპერწკლებს” ქმნის, ერუპტიული პროტუბერანცების ჩანართებით, კორონალური ამოფრქვევებითა და ანთებებით, რომლებიც ნაწილაკების ღრუბლებს აფრქვევენ, ეს უკანასკნელნი კი დედამიწას აღწევენ და პოლარულ ნათებას იწვეევნ. ორი წლის წინათ ასეთი ანთების დროს მზის სისტემაში ნაწილაკთა მძლავრი ნაკადი იქნა გამოტყორცნილი. დედამიწისკენ რომ ყოფილიყო მომართული, ხელოვნური თანამგზავრების დაზიანებასა და ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ფუნქციონირებას დაარღვევდა(მრისხანე მზე; მზე).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.