პოლარული ნათება ვენერაზე?!

 იგივე მაგნიტური მოვლენა, რომელიც პოლარულ ნათებას დედამიწაზე იწვევს, მოულოდნელად ვენერაზეც იქნა აღმოჩენილი, პლანეტაზე, რომელსაც მაგნიტური ველი არ გააჩნია.

პოლარული ნათება

პოლარული ნათება საკმაოდ შთამბეჭდავი ოპტიკური მოვლენაა. დედამიწის ატმოსფეროს ზედა ფენების ლუმინესცენცია მზის „ქარის“ შემადგენელი ნაწილაკების შემოჭრის დროს ხდება.