მზიურ ანთებათა მაგნიტური ბუნება

 ავსტრიელმა, ჩინელმა და ამერიკელმა ასტროფიზიკოსებმა მაგნიტური გადაერთებების თვალსაჩინო მტკიცებულება მიიღეს. მეცნიერები მზიურ ანთებებზე დაკვირვებაSDO(მზის დინამიკის ობსერვატორია)-ს საშაულებით ულტრაიისფერ და რენტგენის დიაპაზონებში ახდენდნენ. დაკვირვებებმა აჩვენა, რომ ანთების ფორმრიებაში მთავარ როლმაგნიტური ველის კონფიგურაცია თამაშობს(Nature Physics).
მეცნიერებმა რენტგენის სხივებში პლაზმის მოძრაობა გამოვლინეს, რომელიც 10 მილიონ გრადუსზე მეტადაა გავარვარებული და დანარჩნი ნივთიერებებისგან განაცალკევეს, რითაც ორი ტიპის, განსხვავებული ტემპერატურების მქონე პლაზმა გამოიყო.
 იმ ადგილზე, სადაც მაგნიტური ველის ძალწირების გადაწყობა ხდება, შედარებით დაბალტემპერატურული პლაზმა ჩაედინება, ხოლო ამომავალი ნაკადები უკვე მაღალ ტემპერატურამდეა გაცხელებული. ის, თუ როგორ ცხელდება პლაზმა მზის გვირგვინში შესვლამდე, კარგად ეთანხმება თეორიას.
 მაგნიტური გადაერთების თეორიის მიხედვით, პლაზმის გაცხელება ხდება იქ, სადაც ცალკეული მაგნიტური დომენების მაგნიტური ძალწირების ურთიერთ გადერთებები ხდება. ეს პროცესი მაგნიტური ველის მიერ დაგროვებულ ენერგიას ათავისუფლებს, რაც ლაბოტრორიულ პირობებშიც არაერთხელ დაფიქსირდა.
 2002-დან 2012 წლის ჩათვლით სულ უფრო მეტია მტკიცებულება იმისა, რომ მაგნიტური გადაერთებები მზეზეც ხდება. 2013 წლის ივნისის ბოლოს მზის ატმოსფეროსა და მზიური ანთებების ფორმირების შესასწავლად ორბიტაზე კიდევ ერთი ზონდი იქნა გაყვანილი – IRIS. ეს აპარატი მაგნიტური ველების გადაერთებების კიდევ უფრო დეტალურ სურათს მოგვცემს(სუპერანთებები მზისმაგვარ ვარსკვლავებზე).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.