რატომ ძინავს მზეს?

 წელს მზის აქტიურობამ თავის მაქსიმუმს უნდა მიღწიოს, რაც ჩვეულებრივ, ბევრი და დიდი მზის ლაქების ფორმირებით გამოიხატება, ასევე კორონალური მასების მძლავრი ამოფრქვევებით. თუმცა, უკანასკნელი წლების განმავლობაში, ასტრონომებს  შთაბეჭდილება ექმნებათ, თითქოს მზე ზამთრის ძილს მიეცა. ის პრაქტიკულად არანაირ აქტიურობას არ ამჟღავნებს, რაც 11 წლიანი ციკლის დასასრულისთვის საკმაოდ უჩვეულოა(აქტიური მზე).

 აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე ჩვენი მნათობი აქტიურობის ყველაზე დაბალ ფაზაში იმყოფება, რაც ბოლო საუკუნის განმავლობაში არ მომხდარა(მზე გამყინვარებით გვემუქრება?!).

 პირველად მზის ლაქები 1610 წელს ტელესკოპის დახმარებით აღმოაჩინეს(პირველი ტელესკოპი). ამ თარიღიდან 1000 წლით ადრე ჩინელი ასტრონომები მზის ლაქების ფენომენს აღწერდნენ, მიუხედავად იმისა, რომ ტელესკოპები არ ჰქონდათ. მნათობის ზედაპირზე პერიოდულად ფორმირებადი ლაქების აღმოჩენა მნიშვნელოვანი აღმოჩენაა, რადგან ისინი კოლოსალური მაგნიტური ენერგიის წყაროები არიან.

 გასულ წელს 120 ლაქა დაფიქსირდა.მეცნიერთა შეფასებით, წელს მათი რაოდენობა უნდა გაზრდილიყო, თუმცა ჯერ კიდევ გაურკვეველი მიზეზების გამო ეს არ ხდება(გამყინვარების პერიოდი იგვიანებს…; გადატრიალება მზეზე; 1).

One comment

  1. magari gamitydeba es saiti tu daixureba. axla germaniashi var jiulich birtvul kvlevit centrshi da rom chamoval mand aucileblad chavricxav :*

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.