ჩინურ ქრონოლოგიებში მოხსენიებულია მზის პროტუბერანცები და ლაქები, რომელთა დანახვა ოპტიკური ხელსაწყოების საშუალებითაა შესაძლებელი.
ყველაზე ძველი ოპტიკური ხელსაწყო, როგორც ჩანს, ეგვიპტელებს ჰქონდათ(2000-2006 ჩვ.წ. აღრიცხვამდე). უძველესი ერების ჩანაწერებში მხოლოდ ეგვიპტელები მოიხსენიებენ თანავარსკვლავედ პლეადას ათასი ვარსკვლავით, მაშინ, როცა სხვები ამ ადგილზე 6-7 ვარსკვლავს ხედავდნენ. უძველეს ეგვიპტურ რელიეფებზე შუშის სადნობი, ჩასაბერი მილია გამოსახული, შუშა კი ოპტიკური მოწყობილობების მთავარი კომპონენტია. ნადნობი შუშა ძველ ეგვიპტურ ჭურჭელზეც არის შემორჩენილი. ჩინელები ამ საქმისთვის ძირითადათ მთის ბროლის კრისტალებს იყენებდნენ. ოპტიკური მოწყობილობა ასევე ჰქონდათ ძველ რომაელებს და ბერძნებს.