ხნიერი ვარსკვლავისა და მისი პლანეტების ისტორია

 ასტრონომთა საერთაშორისო ჯგუფმა განხცადება გააკეთა ორ ახალ ეგზოპალნეტაზე, რომლებიც ქაფთეინის (Jacobus Kapteyn). ვარსკვლავის გარშემო მოძრაობენ. ერთ-ერთი მათგანი კი სიცოცხლისთვის თავსებად ზონაშია მოქცეული.

 Kapteyn b ოთხჯერ მძიმეა დედამიწაზე, Kapteyn c-ც უფრო მასიურია, ვიდრე ჩვენი პლანეტა. მნათობის გარშემო ისინი შესაბამისად, 48 და 121 დღიანი პერიოდებით ბრუნავენ. პირველზე, თხევადი წყლის არსებობა შესაძლებელია, მეორეზე კი ნაკლებად.

 ქაფთეინის ვარსკვლავი მხატვრის თანავარსკვლავედში მდებარეობს, მზის სისტემიდან 12 სინათლის წლის მანძილზე (29-ე სიახლოვით). კიდევ ერთი ყავისფერი ჯუჯა მზესთან ახლოს). ის წითელ სუბჯუჯას წარმოადგენს. მზის მეოთხედი მასის მქონე ქაფთეინი 250-ჯერ ნაკლებ სინათლეს ასხივებს, ვიდრე ჩვენი მნათობი.

 ირმის ნახტომის ვარსკვლავთა უმრავლესობისგან განსხვავებით, ქაფთეინის ვარსკვლავი საპირისპირო მხარეს მოძრაობს, გააჩნია მკაფიოდ გამოხატული ე.წ. საკუთარი მოძრაობა – კუთხური გადაადგილება ცაზე მოცემულ კოორდინატთა სისტემაში დროის ერთეულის განმავლობაში. ჩატარებული დაკვირვებებიდან გამომდინარე ასტრონომები ასკვნიან, რომ მნათობი 11,5 მილიარდი წლის წინათ დაიბადა (სამყაროს გაჩენიდან მილიარდი წლის მერე), ჯუჯა გალაქტიკაში, რომელიც შემდგომ ირმის ნახტომმა მიიერთა. თავის მშობლიურ გალაქტიკასთან ერთად, ის ერთ-ერთი უდიდესი სფერული გროვის – კენტავრის ომეგას ნაწილი იყო, რომელშიც უამრავი ასეთი ტიპის ვარსკვლავია აღმოჩენილი.

 ვარსკვლავური გროვა კენტავრის ომეგა, როგორც ჩანს, ჯუჯა გალქტიკას წარმოადგენდა, რომლის ცენტრში შავი ხვრელი შეიძლება იყოს (შავი ხვრელები სფერულ გროვებში). მეცნიერთა აზრით, აღმოჩენა პირველ რიგში სიცოცხლისთვის თავსებადი ეგზოპლანეტების ძებნის კონტექსტშია საინტერესო (ახალი ფოტოები ”სვიფტიდან”; კენტავრის ომეგა და სპიკა ღამის ცაზე; კენტავრის ომეგას მილიონობით ვარსკვლავი).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.