კენტავრის ომეგა და სპიკა ღამის ცაზე

 კენტავრის ომეგა ან NGC 5139, კენტავრის თანავარსკვლავედის კაშკაშა ვარსკვლავთგროვაა. ის დედამიწას 15 000-დან 18 300-მდე სინათლის წითაა დაშორებული.  კენტავრის ომეგა ჩვენი გალაქტიკის შემადგენელი ნაწილია, ის ყველაზე დიდი და ელვარე ვარსკვლავური გროვაა. გროვას შემადგენელი 10 მილიარდ წელზე ხნიერი ვარსკვლავები (დასახლება II) მძიმე ელემენტების მცირე რაოდენობით გამოირჩევა, ისინი დიდი აფეთქების მერე მალევე ჩამოყალიბდნენ. სპირალურ გალაქტკებში დასახლება II-ეს ტიპის გროვები გალქტიკურ ჰალოში (ვარსკვლავური და გაზურ-მტვროვანი ამოზნექილობა გალაქტიკების ცენტრებთან) მდებარეობენ.
გროვის ცენტრი ვარსკვლავებით იმდენად მჭიდროდაა დასახლებული, რომ მათ შორის მანძილები 0,1 სინათლის წელს შეადგენს. გროვას ასაკი 12 მილიარდი წელია.

 NGC 5139 იმდენად ელვარეა, რომ მისი დანახვა შეუიარაღებელი თვალითაც არის შესაძლებელი. ცენტრში მდებარე ბევრი კაშკაშა ვარსკვლავი გროვას ხილულ ზომას ლამის სავსე მთვარის ხელას ხდის. გროვაში რამდენიმე თაობის(პირველი თაობა) ვარსკვლავია. ასტრონომთა აზრით ცენტავრის ომეგა ჯუჯა გალაქტიკა იყო, რომელიც დიდი ხნის წინათ ირმის ნახტომმა მიიერთა. სავარაუდოთ მის ცენტრში შავი ხვრელი უნდა იყოს, რადგან ამ არესთან ახლოს მყოფი ვარსკვლავები საკმაოდ სწრაფად მოძრაობენ.

 კენტავრის ომეგა ძველთაგანვეა ცნობილი. ძველი დროიდანვეა ასევე ცნობილი ქალწულის თანავარსკვლავედი, ის ლომსა და სასწორს შორის მდებარეობს. მასშივეა შემოდგომის თანაბარდღეობის წერტილიც. ამ თანავარსკლავედში არის ძალიან კაშკაშა ვარსკვლავი – ელვარე სპიკა (ქალწულის α), რაც ლათინურად თავთვს ნიშნავს. სპიკა მასიური ორმაგი ვარსკვლავია (პროქსიმა). თანავარსკვლავედის მეორე კაშკაშა ვარსკვლავია პორიმე (წინასწარმეტყველებათა ქალღმერთი). ის ჩვენი უახლოესი ორმაგი ვარსკვლავია, რადგან პორიმემდე მანძილი 32 სინათლის წელია. აქვს ძალიან გაწელილი ორბიტა.
 გალაქტიკის გარე ასტრონომიით დაკავებულ ასტრონომთათვის, განსაკუთრებით საინტერესო, თანავარსკვლავედის ზედა მარჯვენა რაიონია. აქ, ცის შედარებით მცირე მონაკვეთზე, 2500-ზე მეტი შორეული გალქტიკაა თავმოყრილი.
 გაზაფხულის ღამის ცაზე სპიკას კარგი კომპანიონი ჰყავს. ის მეზობლ სატურნთან ახლოს კაშკაშებს. თუმცა სატურნი მაინც ელვარედ გამოიყურება ვიდრე სპიკა.

 ქალწულის თანავარსკვლავედშივეა ყველაზე ელვარე კვაზარი 3C 273. ეს ყველზე შოერული ობიექტია, რომლის დანახვა სამოყვარულო ტელესკოპითაცაა შესაძლებელი.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.