ანდრომედას ელიფსური წარსული

 ამერიკელმა მენციერებმა ანდრომედას ელიფსური სტრუქტურის ბუნება პატარა ზომის გალაქტიკასთან შეჯახებით ახსნეს(Nature).

 კომპიუტერულმა მოდელირებამ აჩვენა, რომ ანდრომედას(M31) სპირალური მკლავების ფორმირება დაახლოებით 900 მილიონი წლის წინათ მოხდა, მცირე ზომის გალაქტიკასთან(M32) შეჯახების შემდეგ, მანამდე მას ელიფსის ფორმა ჰქონდა(გალაქტიკები – სამყაროს ვარსკვლავური კუნძულები).

 ასტრონომებმა არ იცოდნენ, რა ადგილზე მოხდა შეჯახება: ცენტრში, თუ M31-ის დისკოს კიდეზე. ახალი კვლევა აჩვენებს, რომ M32-მა ანდრომედას დისკოს გარე ნაწილი გადაკვეთა. სპირალური სტრუქტურის ფორმირება 2 მილიარდ წელზე მეტ ხანს მიმდინარეობდა: 1,2 მლრდ. წელი M32 500 კმ/წმ. სიჩქარით M31-ში იძირებოდა, ხოლო დანარჩნი 900 მილიონი უკან ამოსვლას მოანდომა. ამ მომენტისთვის M32 ისევ ანდრომედასკენ მიემართება.

 გალაქტიკა-თანამგზავრს ანდრომედაში შეჭრის მერე ბნელი მატერიის(1) გარე გარსი და გაზურ-მტვროვანი მასა უნდა დაეკარგა, თუმცა, როგორც ჩანს, ასე არ მოხდა. როგორ ევოლუციონირებენ მსგავსი ობიექტები მეცნიერებმა ჯერჯერობით არ იციან (გალაქტიკათა ადგილობრივი ჯგუფი და დიდებული ანდრომედა).

 2,52 მილიონი სინათლის წლის იქეთ მდებარე ანდრომედას გალაქტიკა დაახლოებით ორჯერ მეტ ვარსკვლავს შეიცავს, ვიდრე ჩვენი ირმის ნახტომი და ამ უკანასკნელზე 2,6-ჯერ დიდია – 260 ათასი სინათლის წელი(ანდრომედას უკვე შევეჯახეთ…; ქვეყნიერების დასასრული(ირმომედა); გალაქტიკის ორმაგი სახე).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.