წყალბადის ჭარბი რაოდენობა მზის სისტემის კიდესთან

 დედამიწიდან ჰელიოსფეროს კიდემდე მისასვლელად “ვოიაჯერებმა” 30 წელზე მეტი იმოგზაურეს. მათ ბორტზე არსებული მოწყობილობა უნიკალურ ინფორმაციას გადმოსცემდა, თუმცა ზოგიერთი მახასიათებელი კოსმოსის ამ სივრცის შესახებ მაინც უცნობი რჩებოდა.

“ნიუ ჰორაიზონსი” (NASA).

 ვარსკვალვთშორისი სივრცის უკეთ შესწავლაში მეცნიერებს ნასას ზონდი “ნიუ ჰორაიზონსი” დაეხმარა, რომელმაც პლუტონისკენ მოგზაურობა 2006 წელს დაიწყო და ამ ჯუჯა პლანეტამდე დაქვეითებულ ობიექტთან 5 წლის წინ მივიდა. ის მალე კოიპერის სარტყერლს გადაკვეთს და უკეთ გამოიკვლევს იონებს, რომლებიც მზის სისტემაში ვარსკვლავთშორისო სივრციდან ხვდება (მოკლედ კოიპერის შესახებ).

“უილისე” (NASA/ESA).

რაც უფრო უახლოვდებოდა ზონდი მზის სისტემის კიდეს,  მით უფრო მეტ იონებს აფიქსირებდა, რომლებიც ჰელიოსფეროში შემოჭრილი ატომებიდან გაჩნდა. ყველაზე მაღალი რიცხვი, რაც ამ დროისთვის არის დაფიქსირებული 0,127 ნაწილაკს შეადგენს კუბურ სანტიმეტრზე, ანუ 10 სანტიმეტრიანი გვერდების მნქონე კუბის ზომის სივრცეში წყალბადის 127 ატომია.

“ვოიაჯერი” (NASA).

 “ვოიაჯერ-2″-ისა და “უილისე”-ის მიერ გადმოცემულ მონაცემებში იგივე მოცულობის სივრცეში 85 ატომი ფიქსირდებოდა. 42 ატომიანი სხვაობა თითქოს მცირეა, თუმცა მან მნიშვნელოვანი ზემოქმედება შეიძლება მოახდინოს თეორიული მოდელებით ჩატარებულ გამოთვლებზე, რომლებითაც ვარსკვლავთშორისი სივრცისა და მზის ქარის ქცევა აღიწერება.

მწვანედ გამოსახულია მაღალენერგიული ნეიტრალური ატომების (ENA) მიერ წარმოქმნილი წარმოსახვითი ლენტი (IBEX).

 ახალი მონაცემი მეცნიერებს დაეხმარება ამოხსნან ჰელიოსფეროს ყველაზე დიდი გამოცანა – 1,6 მილიარდი კილომეტრი სიგანის უცნაური ზოლი (მზის სისტემის ცხვირი) მზის სისტემის საზღვართან.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.