სიცოცხლის ჩასახვისთვის თავსებადი ეგზოპლანეტები ჩვენს გალაქტიკაში

 მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფმა იმ პლანეტათა სავარაუდო რაოდენობა დაადგინა, რომლებზეც უცხო სიცოცხლე შეიძლება არსებობდეს. Phys.org-ზე გამოქვეყნებულ პუბლიკაციაში წერია, რომ ირმის ნახტომში 300 მილიონი ასეთი პლანეტა უნდა იყოს.

კეპლერი (NASA).

მკვლევარებმა შეისწავლეს კეპლერ DR25-ის ეგზოპლანეტობის კანდიდატთა კატალოგი და მათი დედა ვარსკვლავები Gaia-დან გადმოცემული მონაცემების საფუძველზე. განხილული იყო კლდოვანი ეგზოპლანეტები 0,5-1,5 დედამიწის რადიუსით, მზის მსგავსი ვარსკვლავების გარშემო, რომელთა ზედაპირის ტემპერატურა 4500-6000 გრადუსია ცელსიუსით. გარდა ამისა, გათვალისწინებული იყო ისეთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, როგორიც არის ზედაპირული თხევადი წყალი.

“გაია” (ESA).

მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ 95 პროცენტინი ალბათობით, სიცოცხლის ჩასახვისთვის თავსებადი პირობების მქონე უახლოესი პლანეტა 20 სინათლის წლის მანძილზე (6 პარსეკი) იქნება მზიდან. 32 სინათლის წლის (10 პარსეკი) ფარგლებში დაახლოებით 4 კლდოვანი ეგზოპლანეტა მდებარეობს, რომლებიც წითელი ჯუჯის ან მზის მსგავსი ვარსკვლავის გარშემო ბრუნავს (პროქსიმა b – საუკუნის აღმოჩენა?ეგზოპლანეტები).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.