შეეხო ასტეროიდს…

 ასტეროიდ ბენუს ორბიტაზე მოძრავი ავტომატური კოსმოსური ხომალდი OSIRIS-REx (NASA), დედამიწის ახლოს მოძრავ პატარა ასტეროიდ ბენუს ზედაპირს მიუახლოვდა, პატარა დარტყმა მოახდინა და მაშინვე ორბიტას დაუბრუნდა. ვიდეოზე წარმოდგენილია ნიმუშების აღების მომენტი, რომელიც 3 საათი გრძელდებოდა. ავტომატური ზონდი ჯერ მის ქვეშ მბრუნავ 500 მეტრიან კოსმოსურ კლდეს უახლოვდება, რომელსაც ბრილიანტის ფორმა აქვს, ხოლო დაწყებიდან 20 წამში, შედარებით ვაკე და დიდი ლოდებისგან თავისუფალი ადგილი გამოჩნდება, რომელსაც ბულბული უწოდეს (სხვა შერჩეულ მონაკვეთებსაც ფრინველების სახელები აქვს).

 34 წამის მერე კი, უეცრად, კადრში მანიპულატორის ჩრდილი შემოდის, ქვები და ღორღი სხვადასხვა მიმართულებით გაიტყორცნება, რაც მანიპულატორის დარტყმით არის გამოწვეული (შეკუმშული აზოტის გამოშვების ჩათვლით). მტვრის ნაწილი აპარატის კონტეინერში მოხვდა, რომელიც დეტალური ანალიზისთვის დედამიწაზე გამოიგზავნება. აპარატი უკან დასაბრუნებელ გზას 2021 წელს დაადგება, რაც 2023 წლის სექტემბრამდე გაგრძელდება. თუ ყველაფერმა გეგმის მიხედვით ჩაიარა, ნიმუშებს დედატალურად გამოიკვლევენ, მათში ორგანული ნაერთებისა და უჩვეულო მინერალების აღმოსაჩენად. ამ კვლევამ შეიძლება ახალი ინფორმაცია მოგვაწოდოს ადრეული მზის სისტემის ფორმირებისა და დედამიწაზე სიცოცხლის გაჩენის შესახებ (კიდევ ბენუს შესახებ).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.