სკს-ს გავლა მარსის წინ

 თუ გეცოდინებათ, როდის და საით დააკვირდეთ ღამის ცას, საერთაშორისო კოსმოსური სადგურის (სკს) გავლას იხილავთ. შთამბეჭდავი სანახაობაა, თუმცა არა უჩვეულო. არსებობს სკს-ს ფოტოები მთვარისა და მზის ფონზე, გადაღებული ზუსტი დაგეგმვითა და მოთმინებით (საერთაშორისო კოსმოსური სადგური უალასის თავზე). გაცილებით ძნელია სკს-ს გავლის გადაღება პატარა მარსის წინ. ფოტოგრაფმა ინტერნეტში (ტომ გლენი/Tom Glenn) ხელმისაწვდომი პროგრამა გამოიყენა და გაიგო, საიდან გამოჩნდებოდა ეს წამიერი და უჩვეულო მოვლენა, სად იყო დედამიწის ზედაპირის ის ვიწრო ზოლი, რომლის სიგანე სულ რაღაც 90 მეტრია. ამ ზოლში სიჩქარე, რომლითაც ზედაპირზე სკს-ს გამოსახულება გაივლის – 7,4 კილომეტრია წამში. ფოტოგრაფმა სტანდარტული კამერა და სამოყვარულო ტელესკოპი გამოიყენა, რომელიც საჭირო ადგილიდან, საჭირო მხარეს იყო მიმართული. გადაღებული ვიდეოდან ეს კადრი ამოიღო, ექსპოზიციით 0,00035 წამი. გამოსახულებაზე ორივე ობიექტის დეტალებიც კი ჩანს. ჩვეულებრივ, მარსის კუთხური ზომა გაცილებით მცირეა, ვიდრე კოსმოსური სადგურისა. რამდენიმე კვირაში მარსის ხილული ზომა მაქსიმუმს მიაღწევს, რადგან ცისფერი პლანეტა (დედამიწა), წითელს (მარსს) უახლოვდება, მოძრაობენ რა ისინი თავიან ორბიტებზე მზის გარშემო (პლანეტების მოძრაობა ცის თაღზე; საერთაშორისო კოსმოსური სადგურის ტრანზიტის მთვლელი).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.