პროექტი ExoMars

პროექტი ეკზომარსი ნელა, თუმცა თავდაჯერებულად მიდის წინ. ExoMars ევროპის კოსმოსური სააგენტოს  და როსკოსმოსის ერთობლივი პროგრამაა, რომლის ჩარჩოებშიც მარსმავლის აგება და მარსისკენ გაგზავნაც იგულისხმება. აპარატი წითელი პლანეტის ორბიტაზე 2017-19 წლების შუალედში გავა. 2012 წლის ბოლოს როსკოსმოსმა რუსეთის მხარის შემეცნებითი ინსტრუმენტების შექმნისათვის რუსეთისვე ИКИ РАН-თან გააფორმა კონტრაქტი. ახლახანს კი პროექტს ახალი მონაწილეც გამოუჩნდა, ტენდრში გამარჯვებული კომპანია – Neptec Design Group, რომელმაც თავის მხრივ კომპანია Astrium UK Limited-ს მარსმავლისა და სანავიგაციო მოწყობილობის დამზადება შეუკვეთა.
 ExoMars ძირითადი მიზანი მარსზე შესაძლო სიცოცხლის, ან შორეულ წარსულში არსებული სიცოცხლის კვლების ძიებაა, ასევე წყლისა და გეოქიმიური განაწილების მახასიათებელი, პლანეტის წიაღის კვლევა, მისი ევოლუციისა და სიცოცხლისათვის თავსებადობის გარკვევა(მარსმავლები).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.