ნისლეული კატის თვალი

 3000 სინათლის წლის იქეთ მდებარე მომაკვდავი ვარსკვლავი, მანათობელი გაზის ფენებს იშორებს. “ჰაბლით” გადაღებულ ნისლულ კატის თვალის (NGC 6543) სტრუქტურა იმდენად რთულია, ასტრონომებს აფიქრებინებს, რომ ცენტრში მდებარე ელვარე ობიექტი, ორმაგი ვარსკვლავური სისტემა შეიძლება იყოს. პლანეტურ ნისლულებად წოდებულმა ობიექტებმა შეცდომაში შეიძლება შეგვიყვანოს. მიუხედავად იმისა, რომ პატარა ტელესკოპებში ისინი პლანეტებს შეიძლება მივამსგავსოთ, ძლიერი ტელსკოპებით გადაღებულ კარგი გარჩევადობის შესაძლებლობის მქონე ფოტოებზე კარგად ჩანს, რომ ესენი, გაზის საფარში ჩაფლული ევოლუციის ბოლოზე გასული ვარსკვლავებია. დაახლოებით 5 მილიარდი წლის მერე, ჩვენს მზესაც იგივე ბედი ელის.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.