“ჯეიმს ვების” პირველი ღრმა კოსმოსი

 ეს არის ინფრაწითელ დიაპაზონში გადაღებული კოსმოსის ყველაზე ღრმა და მკაფიო გამოსახულება, რაც კი ოდესმე გადაღებულა. ადრეული სამყაროს ამ ძალიან მცირე ნაწილის გამოსახულება, ახალი კოსმოსური ტელესკოპის, “ჯეიმს ვების” კამერა NIRCam-ის 12,5 საათიანი ექსპოზიციით მუშაობის შედეგად იქნა მიღებული. ექვსი დიფრაქციული სხივით შემოფარგლული ელვარე მსხვილი წერტილები, ჩვენს გალაქტიკაში მდებარე ვარსკვლავებია. ამ სხივებს 18 ექვსკუთხა სარკე წარმოქნის, რომლებიც მთლიანობაში ერთი 6,5 მეტრიანი სარკის მსგავსად მუშაობენ. ხედვის არეში ათასობით გალაქტიკაა მოქცეული, რომლებიც 4,6 მილიარდი სინათლის წლის იქეთ მდებარე გალაქტიკების გროვას,  SMACS0723-73-ს ეკუთვნის. კიდევ უფრო ღრმა კოსმოსის მრავალრიცხოვანი მოწითალო რკალები, კიდევ უფრო შორს მდებარე გალაქტიკებია. მათი გამოსახულება დეფორმირებული და გაძლიერებულია ბნელი მატერიის მიერ, რომელზეც გალაქტიკებისა და მთლიანად სამყაროს მატერიის მასის ძირითადი ნაწილი მოდის. ეს ეფექტი, გრავიტაციული ლინზირების სახელით არის ცნობილი. ხსენებული ტელესკოპის ინსტრუმენტ  NIRISS-ის დახმარებით დადგინდა, რომ ზოგიერთ ლინზირებულ გალაქტიკებამდე მანძილი 9,5 მილიარდი სინათლის წელია, სწორედ ამდენი ხანი დასჭირდა იქიდან გამოსხივებულ სინათლეს “ჯეიმს ვების” სარკემდე მოსასვლელად (გამოსახულება სრული ზომით).

One comment

  1. დიდი მადლობა ინფოსთვის. ძალიან გამომადგა ჩემი ტიკტოკ ბლოგისთვის, რადგან თარგმნის დროს ძალიან მიჭირს ტერმინოლოგიაში.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.