მშრალი ყინულისგან გაჩენილი ზოლები მარსზე

 რატომ გაჩნდნენ მარსზე ასეთი გრძელი და თითქმის წრფივი ღარები? ისინი ზოგიერთი ქვიშიანი დიუნების ფერდობებზე მარსული გაზაფხულის დროს ჩნდებიან, მათ ”წრფივ ქარაფებს” ეძახიან. ღარებს თითქმის ერთნაირი სიღრმეები აქვთ, სიგრძე ორ კილომეტრს აღწევს, მათი კიდეები შემომფარგლავ ქვიშაზე მაღალია. წყლის ნაკადებისგან განსხვავებით, ფერდობის ბოლოში, ისინი წყლის მიერ გადარეცხილი და გამომშრალი ქანების გროვებს არ ქმნიან. ყველაზე უფრო შესაძლო ჰიპოთეზის მიხედვით, წრფივი ქარაფები მაშინ წარმოიქმნებიან, როცა გაყინული ნახშირორჟანგის კიდეებიდან მოტეხილი ნაწილები დიუნების ფერდობებზე გორდებიან, ორთქლში სუბლიმირებენ(თხევადი ფზის გავლის გარეშე), ბოლოს კი მთლიანად ოქრთქლდებიან გაიშვიათებულ ჰაერში. ეს თუ მართლაც ასეა, მაშინ მომავალში, თავგადასავალთა მაძიებლები ამ მშრალი ყინულის ”ციგებით” შეძლებენ სრიალს, აორთქლების პროცესში მყოფი ნახშირორჟანგისგან წარმოქმნილ ჰაეროვან ბალიშზე. ახლახანს გამოქვეყნებული ფოტო 2006 წელს მარსის ორბიტალურ მზვერვზე(MRO) არსებული კამერა HiRISE-თია გადაღებული. MRO ახლაც მარსის ორბიტაზეა და მუშაობას აგრძელებს(NASA-მ მარსული დიუნების მოძრაობა დააფიქსირა; “თხევადი ქვიშა” მარსზე).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.