NASA-მ მარსული დიუნების მოძრაობა დააფიქსირა

 მარსის მზვერავმა(MRO), რომელიც NASA-ს კუთვნილებაა, მარსული დიუნების მოძრაობა ისევ დააფიქსირა. თან ისეთი მასშტაბის, რომ მეცნიერთა აზრით ის დედამიწის დიუნების მოძრაობას შეიძლება შევადაროთ.

 ეს მოულოდნელი აღმოჩენაა, რადგან მარსის ატმოსფერო დედამიწისაზე გაცილებით თხელი და გაიშვიათებულია. იქაური ატმოსფერო დედამიწისეულის მხოლოდ 1% შეადგენს. ქარების სიჩქარეები და ძალაც ძალიან მცირეა.

 მეცნიერები მრავალი წლის განმავლობაში მარსული ქვიშის დიუნების გადაადგილებებს აკვირდებიან. ბოლო ორი წლის განმავლობაში, მაღალი გარჩევადობის ზემგრძნობიარე კამერის HiRISEს გამოყენებით, რომელიც MRO-ზეა დამონტაჟებული, რამდენჯერმე იქნა დაფიქისრებული დიუნების გადაადგილება.

 ბოლოს ჩატარებული კვლევების მიხედვით დადგინდა, რომ მარსული დიუნების საერთო ფენა 61 მეტრია და ის ნელ-ნელა გადადგილდება.

 გამოსახულებების დეტალური კვლევის მერე მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ეს დიუნები პრაქტიკულად იგივე ნაირად მოძრაობენ, როგორც დიუნები ანტარქტიდაზე.

 რეგიონს, სადაც მეცნიერები დიუნების მოძრაობას აკვირდებოდნენ, ჰქვია Nili Patera. ეს უძველესი მარსული ვულკანია.

 მარსული დიუნების მოძრაობის დანახვა შესაძლებელი იქნება თუ ერთი და იგივე რეგიონის 15 კვირიანი ინტერვალით გადაღებულ ფოტოებს ერთმანეთზე დავადებთ.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.