“თხევადი ქვიშა” მარსზე

 მარსის ზედაპირის შთამბეჭდავი ახალი ფოტო, ორბიტულმა მზვერავმა (MRO) გადაიღო. წითელ პლანეტაზე გამეფებული განსაკუთრებული ატმოსფერული პირობების გამო, ამ პლანეტის ზედაპირზე არსებული დიუნები და მეწყერი ისე გამოიყურება, თითქოს თხევად მდგომარეობაშია. პლანეტაზე მუდმივივად მქროლი ქარები, დიუნების მდინარესავით დინების ილუზიას ქმნის. ეს კარგად ჩანს წარმოდგენილ გამოსახულებაზე, რომელიც MRO-ს ბორტზე დამონტაჟებულმა მაღალი გარჩევადობის კამერა HiRISE-მ გადაიღო.

 ფოტო მარსის სამხრეთ ნაწილშია გადაღებული დროის ყველაზე უფრო ქარებიან პერიოდში, როცა გაზაფხული ნელ-ნელა გადადის ზაფხულში (სეზონები). გამოსახულებიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ ქარები მარჯვნიდან მარცხნივ ქროდა და ქვიშას აიძულებდა სითხესავით ემოძრავა. ჩანს დიდი ”ქვიშის წვეთებიც”.

 შეგახსენებთ, რომ მარსის ორბიტული მზვერავი 2005 წლის 12 აგვისტოს გაუშვეს. მრავალფუნქციური ავტომატური საპლანეტათშორისო სადგური, ამერიკის კოსმოურ სააგენტოს, NASA-ს ეკუთვნის, მარსს 2006 წლის 10 მარტს მიაღწია და საჭირო ორბიტაზე გასასვლელად აეროდინამიური მანევრების გაკეთბა დაიწყო. მანევრები და კალიბრირება 2006 წლის ნოემბერში დასრულდა, რის მერეც აპარატი მუშაობას შეუდგა.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.