კომეტა და კიბორჩხალა

 ამ გამოსახულებაზე  წარმოდგენილი ღამის ცის ნაწილი, ოთხი სავსე მთავრის ზომის სივრცეს მოიცავს (2 გრადუსი) და კუროს თანავარსკვლავედის ვარსკვლავებით არის შევსებული. ცენტრიდან ზემოთ და მარჯვნივ, სუსტი მოწითალო გადღაბნილი ლაქა ჩანს – მესიე 1 (M1), რომელიც კიბორჩხალას ნისლეულის სახელით უფრო არის ცნობილი. M1 პირველი ობიექტია, რომელიც კომეტებზე მონადირე, მეთვრამეტე საუკუნის ასტრონომმა, შარლ მესიემ, არაკომეტური ობიექტების კატალოგში შეიტანა. თუმცა, 2021 წლის 11 ოქტომბერს გადაღებულ ამ ფოტოზე, კომეტაც არის. ქვემოთ და მარცხნივ, მომწვანო კომა და კუდი, მოკლეპერიოდიან კომეტას ეკუთვნის, სახელად 67p/ჩურიუმოვი-გერასიმენკო, რომელსაც როზეტას კომეტასაც უწოდებენ. XXI საუკუნეში ის, დედამიწიდან გაგზავნილი ორი რობოტის ბოლო თავშესაფრად იქცა. როზეტას კომეტა ახლა მზის სისტემის შიდა ნაწილში ბრუნდება და პერიჰელიუმს უახლოვდება, თავისი ორბიტის ყველაზე უახლოეს წერტილს მზესთან, რომელსაც 2 ნოემბერს გაივლის. შეუიარაღებელი თვალით უხილავი მკრთალი კომეტა, დედამიწასთან ახლოს 12 ნოემბერს აღმოჩნდება.

ქართველი ასტროფოტოგრაფის, დავით ნოზაძის მიერ გადაღებული კომეტა 67p/ჩურიუმოვ-გერასიმენკო.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.