ზეახალი N63A

 რა დარჩა აფეთქებული ვარსკვლავის ადგილზე? მაგელანის დიდ ღრუბელში (LMC) აფეთქებული ზეახლის სინათლემ ჩვენს პლანეტამდე 2000 წლის წინ მოაღწია. LMC – ჩვენი გალაქტიკის ჯუჯა მეზობელია. ჩანს თუ როგორ ფართოვდება მძლავრი დარტყმითი ფრონტი, რომელიც შემომფარგლავ გაზს ანიავებს ან წაანაცვლებს და გაზ-მტვრის შედარებით სქელ გროვებს ტოვებს უკან. LMC-ს ერთ-ერთი ყველაზე დიდი ზეახლის ნარჩენი გაზი იკუმშება და ახალი ვარსკვლავების გაჩენის ადგილი გახდება. ზოგიერთი მათგანიც ზეახლად აფეთქდება და ევოლუციის ციკლს გააგრძელებს. ამ გამოსახულებაზე ორ დიაპაზონში გადაღებული ფოტოებია გაერთიანებული – რენტგენში – “ჩანდრა” (NASA), ხილულ დიაპაზონში – “ჰაბლი” (NASA). გაზისა და მტვრის სქელი გროვები, მარჯვნივ ზემოთ, რომელსაც არაფორმალურად ცეცხლოვან მელასაც უწოდებენ, ხილულ დიაპაზონში ანათებს, ხოლო ნარჩენის დიდი ნაწილი უფრო ინტენსიურად – რენტგენში. სამხრეთ ნახევარსფეროს ოქროს თევზის (1) თანავარსკვლავედში მდებარე N63A-ს ზომა 25 სინათლის წელია, იქამდე მანძილი კი 150 ათასი სინათლის წელი (რა არის სინათლის წელი?; ).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.